თერმიტული ნარევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თერმიტული ნარევი

თერმიტული ნარევიალუმინის ფხვნილისებრი ნარევი (იშვიათად მაგნიუმის) სხვადასხვა მეტალის ჟანგეულებთან (ძირითადად რკინასთან). აალებისას ინტენსიურად იწვის და გამოყოფს დიდი რაოდენობით სითბოს. წვის ტემპერატურაა 2300-2700°C, ხოლო ძლიერი მჟანგავების (ქრომი, ვოლფრამი) გამოყენებისას – გაცილებით მეტი. ყველაზე გავრცელებულია რკინაალუმინის თერმიტი (Fe2O3 = 75 %, Al = 25 %), რომელიც გამოიყენება რკინიგზის რელსების შესადუღებლად და მსხვილი დეტალების ჩამოსასხმელად. არსებობს თერმიტები სატელეფონო, სატელეგრაფო და ელექტროდენის გადამცემი სადენების შესადუღებლად. სამხედრო საქმეში თერმიტები გამოიყენება ამნთები ნარევის დასამზადებლად. ფეროშენადნობების წარმოებაში თერმიტისა და ფლუსის ნარევს კაზმი ეწოდება. თერმიტულ ნარევში ალუმინის გარდა შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა მეტალებიც: Mg (31 %) + Fe2O3 (69 %); Ca (43 %) + Fe2O3 (57 %); Ti (31 %) + Fe2O3 (69 %) და Si (21 %) + Fe2O3 (79 %).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები