დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება - სამშვიდობო ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპი. მისი დანიშნულებაა შეიარაღებული შეტაკებების აღკვეთა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, სამოქალაქო მოსახლეობის კონფლიქტის ზონიდან ევაკუაცია, კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პირობების შექმნა და მებრძოლ მხარეებს შორის განმცალკევებელი ზოლის მოწყობა.