ნოზაძე გაიოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გაიოზ ნოზაძე-დან)
გაიოზ ნოზაძე – დაიბადა 1937 წლის 10 თებერვალს ჭიათურაში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1960).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №52 ბაღდათის საარჩევნო ოლქი, ფრაქცია „იმედის“ თავმჯდომარის მოადგილე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი, განსახლებისა და შიდამიგრაციული პრობლემების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.