მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-03-28
ტელევიზიით გაცოცხლებული პოლიტიკური გვამები აღარავის სჭირდება! ეროსი კიწმარიშვილიდან - ნიკა გვარამიამდე...

ყოველ სოფელს ჰყავს ერთი კეთილშობილი, უპრეტენზიო, მუდამ მომღიმარი გიჟი, რომელიც ყოველდღიური ჭირვარამისგან გატანჯულ ხალხს ხშირად ახალისებს თავისი "ლექსებით", "სიმღერებით", მსუბუქი ბილწსიტყვაობით.
ამ უზარმაზარ მსოფლიოში საქართველო ერთი პატარა სოფელია, რომელსაც უპრეტენზიო, კეთილშობილი გიჟის ნაცვლად ჰყავს აბეზარი, აგრესიული, მომაბეზრებელი, თავხედი გიჟი. თხუთმეტ წელიწადზე მეტია ვერა და ვერ ეგუება მას ქართველი ხალხი, იტანჯება მისი სიცრუით, უტიფრობით, ამბიციურობით, ხშირად პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უვიცობით, უკიდეგანო უზრდელობით, ფიზიკური და სულიერი გარყვნილებით...
დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანური და არაადამიანური ცოდვა, რომელიც ამ მრავალგანზომილებიან მკვლელს, პირველ რიგში სიტყვითმკვლელს არ გააჩნდეს.
მთავარი თავსატეხი ისიც არის, რომ სისხლით და ხორცით ეს ანტიქართული ცნობიერების პითონი მომნუსხველი იერით და "დათაფლული" ენით ეფერება საკუთარ მხარდამჭერებს, უახლოეს წლებში სუპერქალაქის (ნახევარმილიონიან "ლაზიკას" ვგულისხმობ) და თეთნულდზე უნიკალური კურორტის აშენებას ჰპირდება, სადაც ერთი ზამთრის განმავლობაში 400 000 კაცი დაისვენებს!!! (ეს სულ ბოლო დროის "გაფრენაა").
ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩამრეცხავ-გამაუბედურებელი, თითოეული გონიერი თანამოქალაქის სირცხვილი და თავის მოჭრა, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის გამაუპატიურებელი კაცი დასეირნობს ახლა ამერიკიდან ევროპაში, კიევში იბარებს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადამღებ ჯგუფს და ორი საათის განმავლობაში, მონანიების ნაცვლად, ათასი სიცრუით და სიბილწით გვაბრიყვებს.
ეს თვითონ ჰგონია, რომ გვაბრიყვებს, სინამდვილეში კი, კვლავ გვატერორებს, ნერვებს გვიშლის და სამარეს გვითხრის... გახსოვთ, ალბათ, "რუსთავი 2"-ზე ლაშა ხარაზიშვილის და ნათია კობერიძის მოდელირებული ქრონიკა, რომლის დამთავრებისთანავე მთელ საქართველოში, განსაკუთრებით - თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმები გულის შეტევით გაწამებულ ადამიანებს ვერ აუდიოდნენ... ორი კაცი გარდაიცვალა კიდეც.
სწორედ ისე, როგორც იმ ავბედით დღეს, 25 მარტსაც "რუსთავი 2"-მა, ახალი მოდელირებული ქრონიკა უჩვენა სარეკლამო ჭრის გარეშე"!!!
როგორი მოსათმენია ორსაათიანი ტყუილი, უზნეობა და ურცხვობა! კიდევ კარგი, ტელემაყურებელთა უმრავლესობამ ქართული ტელესივრცის ეს მთავარი პანდორას ყუთი, ანუ მოჩუხჩუხე საწამლავი საერთოდ გათიშა ან სხვა არხზე გადართო... თუმცაღა "უმანკო" ნიკა გვარამიას და ჯერ კიდევ ბოლომდე გაურყვნელი გიო გაბუნიას ხელდასხმით, არამზადა მიშიკომ მაინც მოახერხა ჟვანიას ხსოვნის და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა (მკითხველმა ამ ფაქტის დეტალები კარგად იცის და აქ არ გავიმეორებ); მიშიკომ კვლავ "ოლიმპიური სიმშვიდით" ლანძღა და მიწასთან გაასწორა რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მიშას და მთელი სამიშეთის - ნაციონალური მოძრაობის მართლაც ოლიმპიური სიმშვიდით დამსამარებელი "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უყურადღებოდ არ დატოვებს ქვეყნის დამაქცევარი მიხეილ სააკაშვილის ამ ბოლო ცილისწამებებს და მთელ მსოფლიოს დაანახვებს თუ ვინ არის ეს საერთაშორისო დონის თაღლითი და საქართველოს მოუშორებელი ჭირი.
ისე, ჩემო გაბრაზებულო და გულგახეთქილო მკითხველო, გულწრფელად უნდა "მოგისამძიმრო", რომ ნაციონალური მოძრაობის მთავარი საბრძოლო იდეოლოგიური იარღი ისევ პროვოკაცია, შანტაჟი და სატელევიზიო დემაგოგიაა! ყოველივე ამას ელემენტარული ჟურნალისტური ეთიკის და ზნეობის ნორმების დარღვევით საგანგებოდ აკეთებს თავისი არსით ანტიეროვნული და ანტისაზოგადოებრივი ტელკომპანია "რუსთავი-2", რომლის თითქმის ყველა საინფორმაციო, პოლიტიკური თუ ეკონომიკურ-საფინანო გადაცემა (ე. წ. თოქ-შოუ!) გამიზნულია ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის, ერის ფსიქიკის მოშლისთვის, ქართული ცნობიერების განადგურებისთვის და, რაც განსაკუთრებული სინანულით უნდა გითხრათ - ევროპისკენ ჩვენი ნორმალური სვლის შეჩერებისკენ. სწორედ ამიტომ აგინებს ცალტვინა სააკაშვილი პუტინს, სწორედ ამიტომ ედავება ის ბიძინა ივანიშვილს იმაში, რაიც ყველაზე ძალიან სურს...
7 7 7
მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ეროსი კიწმარიშვილის "რუსთავი-2"-მა მოიყვანა. სუპერშებერტყილი ეროსი კიწმარიშვილისგან ქარაქუცა ნიკა გვარამიამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, ტელეკომპანიამ კიწმარიშვილის ხალხზე გამარჯვებული ტელევიზიიდან გვარამიას პანდორას ყუთობამდე ერთი და იგივე სიბინძურის, სიცრუის, სარეკლამო ბაზრის მისაკუთრების ნაციონალური გზა განვლო.
ტელეკომპანიის "წინსვლა" იმ ოპერაციის სამართლიანმა, აბსოლუტურად სამართლიანმა მოთხოვნამ უნდა შეაჩეროს, რომელიც "რუსთავი 2"-ის და გივი თარგამაძის მსგავსი ნაციონალების მხრიდან ბიზნესმენების (მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების) მოტყუებას და "რუსთავი 2"-ისთვის მონოპოლიური გარემოს შექმნას გულისხმობდა.
7 7 7
თითქმის 15 წელიწადია, ნაციონალური კოშმარი ბობოქრობს საქართველოში. თითქმის 15 წელიწადია, "რუსთავი 2"-ის სატელევიზიო კოშმარი გვირყევს ფსიქიკას, ზნეობრივად გვსპობს და გვანადგურებს.
ამიტომაც არის "რუსთავი 2" ანტიეროვნული, ანტიჟურნალისტური, ანტიჰუმანური, ნაციონალური პანდორას ყუთი. კარგი, ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ყუთს ქართველი ხალხი მალე ჩარეცხავს!
ტელევიზიით გაცოცხლებული მიშა, ვანო, გიგი, გიგა, გივი და სხვა ნაცისტები - ეს პოლიტიკური გვამები აღარავის სჭირდება!















ავტორი:  სპარტაკ ქობულია


 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი