ახალი 7 დღე
№46 2002-12-20
ახალი 7 დღე
დღეს საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტრუქტურა ასე გამოიყურება:
საქართველოში სულ 27 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია: აქედან 18 თბილისში მდებარეობს, 3 - ქუთაისში, 2 - გორში, 1 - გარდაბანში, 2 - ბათუმში და 1 - თელავში. ამათგან 13 სახელმწიფო უნივერსიტეტია, 6 - სახელმწიფო ინსტიტუტი; 1 - კონსერვატორია (ბათუმის ფილიალთან ერთად) და 7 - სახელმწიფო აკადემია.
საქართველოში 206 კერძო უმაღლესი სასწავლებელია. აქედან ინსტიტუტია - 145; უნივერსიტეტი - 39; აკადემია - 17; ...
№46 2002-12-20
ახალი 7 დღე
კომუნისტური რეჟიმი საკუთარი რიგებში, საკუთარ ავანგარდში მხოლოდ მორჩილებს, რეჟიმის მოთხოვნების უსიტყვო შემსრულებლებს იტანდა. მხოლოდ ერთეულები ამბობდნენ უარს მორჩილის, შემსრულებლის, ჭანჭიკის როლზე, შესაბამისად კი, ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც მხოლოდ რეჟიმის ერთგულთა ხვედრი იყო: წარმატებულ კარიერაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე, უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე. პროტესტანტების, განსხვავებულად მოაზროვნეების, რეჟიმთან მებრძოლების გარდაუვალი ხვედრი კი ...
№46 2002-12-20
ახალი 7 დღე
ტოვტანი ტალბა ჟოლივეტი. დაიბადა 1980 წლის 3 ივლისს. სიმაღლე 2 მეტრი. კლუბები: "სავანა", "მელკურე" (ორივე კამერუნი), "ავტადორი" (სარატოვი, რუსეთი), "ათიზი" (ერევანი, სომხეთი), "მაკაბი" (თბილისი, საქართველო), "ბასკო" (ბათუმი, საქართველო), "სტუ" (თბილისი, საქართველო).
ქართულ სპორტში ბოლო დროს ლეგიონერების სიმრავლე შეინიშნება. გამონაკლისი ამ მხრივ არც კალათბურთია. რამდენიმე სეზონია, ჩვენს მთავარ ლიგაში შავკანიანი მოთამაშეები გამოჩნდნენ. მათგან ყველაზე "მხცოვანი" ...
№46 2002-12-20
ახალი 7 დღე
18 დეკემბერს თბილისის მერიაში საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობაში შედის საკრებულოს ყველა ფრაქციის წარმომადგენელი. ჯგუფის თავმჯდომარეა ლევან გაჩეჩილაძე. მან სხდომაზე წარმოადგინა ამავე ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც თბილისის მერიის სტრუქტურულ და საბიუჯეტო სისტემის რეორგანიზაციას ითვალისწინებს.
როგორც ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, იმისთვის, რომ პროექტმა დასრულებული ...
№46 2002-12-20
ახალი 7 დღე
13 დეკემბერს კოპენჰაგენში უდიდესი მოვლენა მოხდა - ევროკავშირმა ათ ახალ წევრს: პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხეთის რესპუბლიკას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსსა და მალტას - უთხრა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!"
დასრულდა მტანჯველი მოლაპარაკებებისა და სკეპტიციზმის ხუთწლიანი ეპოპეა; წარსულს ჩაბარდა ევროფილებისა და ევროსკეპტიკოსების ცხარე დებატები: რა არის ევროპა - გეოგრაფიული ფენომენი თუ საერთო ღირებულებებით გაერთიანებული ...
№46 2002-12-20
ახალი 7 დღე
"The Economists"
საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის მესაჭის ადგილს უბრუნდებიან. ფრანკო-გერმანული მოტორი, რომელიც ევროკავშირს ამოძრავებდა, ახლა ისევ იქოქება და გაერთიანებული თუ ერთობლივი ინიციატივების მთელ სერიას გვთავაზობს. დიდი ბრიტანეთი კი, რომლის დიპლომატები წმინდა ინგლისური ლაკონურობით ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ ეს ინიციატივები ბატონი ბლერის მიერ მიღებულ იქნება, ისევ უკანა სავარძელში ზის.
ჟაკ შირაკსა და გერჰარდ შრიოდერს არ აქვთ ისეთი ...
№46 2002-12-20
ახალი 7 დღე
აქ წელიწადში 900 ფილმს იღებენ - იმაზე მეტს, ვიდრე მთელ მსოფლიოში ერთად აღებულს (რა თქმა უნდა, თუ მსოფლიოდან ამერიკას გამოვრიცხავთ). ამ ფილმების ყველაზე ერთგული მაყურებელი პოსტსაბჭოთა სივრცეში ცხოვრობს.
კინო, რომელიც დავკარგეთ და ისევ ვიპოვეთ
ინდური კინოინდუსტრიის ყურადღების ღირსი ფილმების სიუჟეტები წარმოუდგენლად მარტივია და დაახლოებით სამ კატეგორიად იყოფა:
ა) გოგონას ღარიბი ოჯახიდან შეუყვარდება მწყემსი, მხიარული მაწანწალა, ან ახალგაზრდა ...
№46 2002-12-20
ახალი 7 დღე
18 დეკემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა უკრაინის სამთავრობო დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას, ხელმძღვანელობით. დელეგაციას თბილისის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები დახვდნენ. აეროპორტში პრეზიდენტების ხანმოკლე თათბირის შემდეგ ორივე მხარის დელეგაცია კრწანისის რეზიდენციაში გაემგზავრა. უკრაინისა და საქართველოს პირველი პირები პირისპირ, დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით ორი საათის ...
№46 2002-12-20
ახალი 7 დღე
საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურმა პარტიებმა სარეიტინგო ბრძოლები გამართეს: 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 30 ნოემბრის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებზე. "სარეიტინგო ბრძოლა" ოდენ მეტაფორად არ გვიხმარია, რადგან ორივე არჩევნები, ანუ პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილის დამკვიდრება, ნამდვილი ხელჩართული ბრძოლისა და ძალმომრეობის ფონზე ჩატარდა.
შეიძლება თუ არა გარკვეული პროგნოზის გაკეთება ამ ორი საარჩევნო ტურის შედეგებზე ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები