მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
"არაცნობილი" მდიდრები საახალწლოდ უცხოეთში მიფრინავენ: ინდაურის საცივი ნელ-ნელა ბარკლების "სიაფანდმა ბაჟემ" შეცვალა

როგორ ხვდებიან მდიდრები ახალ წელს? ამ ერთი შეხედვით ბანალურ შეკითხვას ასევე მარტივი და ბანალური პასუხი აქვს - კარგად! თუმცა, ჯერ სიტყვა მდიდარს უნდა მოვუძებნოთ სწორი ფორმულირება, შემდეგ კი "კარგად შეხვედრას". მით უმეტეს რომ ვინც ჩვენ გვგონია მდიდარი, ის თავად სულაც არ ფიქრობს ასე და საერთოდ, საქართველოში არავინ არ ფიქრობს ამგვარად.

ღარიბებისათვის ახალი წელი საახალწლო სუფრასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ნაძვის ხესა თუ თოვლის ბაბუასთან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრს გადაავიწყდა, როგორ გამოიყურება პირში ბოლოკგაჩრილი გოჭი. ინდაურის საცივი კი ნელ-ნელა ბარკლების "სიაფანდმა ბაჟემ" შეცვალა.

მდიდრების შესახებ კი, ჯობს, ისევ მდიდრებს ვკითხოთ. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ისეთი პოლიტიკოს-ბიზნესმენი (თუ პირიქით) გაგვახსენდა, რომელიც სხვებთან შედარებით არასდროს მალავდა საკუთარ სიმდიდრეს. საბოლოოდ აღმოვაჩინეთ, რომ ამ წინასაახალწლოდ მასაც გარკვეულწილად შეუცვლია აზრი. სხვა მხრივ კი ლევან გაჩეჩილაძე ტრადიციას არ ღალატობს და ახალ წელს ტრადიციულად შინ შეხვდება.

- ბატონო ლევან, როგორ ხვდებიან მდიდრები ახალ წელს?

- არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ მდიდარი არ ხართ?

- გააჩნია, კრიტერიუმად რას ავიღებთ, მე მდიდარი შვილებით ვარ.

- თუ მოისურვებთ გაგვიმხილოთ, რა ჯდება თქვენი საახალწლო სუფრა?

- ნამდვილად არ ვიცი, ალბათ, ძალიან ცოტა, რადგან ოჯახის ყველა წევრი მარხვაზე ვართ.

მდიდრებსა და ღარიბებს ახალ წელს, ალბათ, ერთადერთი "ტრადიციულად" მოქმედება აერთიანებთ.

თემურ ჭყონიაც ტრადიციულად ახალ წელს სახლში ხვდება და ასევე ტრადიციულად თოვლის ბაბუიან "კოკა კოლას" მიირთმევს.

ნიკო ლეკიშვილთან ტრადიციულად ძმები და დები იკრიბებიან ოჯახებით, მთელი ღამის განმავლობაში უამრავი მეგობარი და ახლობელი იყრის თავს და ყველა ერთად ზეიმობს დღესასწაულს. ნიკო ლეკიშვილის თქმით, ის ამიტომაც ვერასდროს ახერხებს 1 იანვრის ღამეს კონცერტებსა თუ სხვა გასართობ ღონისძიებებზე წასვლას.

სამაგიეროდ, "არატრადიციული" მდიდრები ახალ წელს სხვადასხვა სასტუმრსა და რესტორანში აღნიშნავენ და ამისათვის 150-დოლარიან ბილეთებს იძენენ. სწორედ ეს ფასი ღირს ახალი წლის შეხვედრა სასტუმრო "მარიოტში". "შერატონ მეტეხი პალასი" კი შედარებით კარგად მოერგო ქართულ სინამდვილეს და ფასი 100 დოლარამდე დასწია.

რესტორნებში კი ქართველი ვარსკვლავები მღერიან, თანაც ძალიან ბევრი და ყველა ერთ ღამეს. რაც მთავარია, ყველა ეს სანახაობა გრანდიოზულია.

ახალი წლისათვის კიდევ ერთი უცნაურობა ხდება ჩვენს ქვეყანაში. თბილისის აეროპორტიდან გვაცნობეს, რომ ახალი წლის წინა დღეებში მგზავრთა რაოდენობა ერთიორად მატულობს. ოღონდ მატულობს არა ჩამომსვლელთა, არამედ წამსვლელთა რიცხვი. როგორც ჩანს, "არაცნობილი" მდიდრები საზღვარგარეთ ამჯობინებენ დღესასწაულის აღნიშვნას. სამაგიეროდ, ამგვარად არ ფიქრობენ სისი როჯერსი და ჯგუფი ნეფანკი, კაროლ ვილერი და სერჯ რაფაელის ეროტიული მოცეკვავეები, რადგანაც ისინი სწორედ საახალწლოდ ჩამოდიან ჩვენს ქალაქში.

ახლა იმისთანა რამეს წაიკითხავთ, რომ გული დაგეწვებათ. ქართული ენერგეტიკის მთავარი მამა დავით მირცხულავა, როგორც სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში გვითხრეს, ახალ წელს ძალიან ხშირად სამსახურში ხვდება და შეიძლება წელსაც ასე მოუწიოს. თუ მოიცალა, მშობლებს ესტუმრება. იმავე ბედს იზიარებს რკინიგზის შეფი აკაკი ჩხაიძეც. თანაც ის თავს მდიდრად არ მიიჩნევს და შეკითხვაზეც, როგორ ხვდებიან მდიდრები ახალ წელს, ვერ გვპასუხობს.

მიუხედავად ამისა, ერთ რამეზე მაინც ვერავინ დავობს: ფული კარგია, რაც მეტია, მით უკეთესი და თან ახალ წელს. თუმცა, ნურც ფულის უქონლობით გაიფუჭებთ ხასიათს სადღესასწაულო ღამეს. სხვა თუ არაფერი ერთი პლუსი მაინც გაქვთ მდიდრებთან შედარებით, ახალი წლის სუფრისათვის დახარჯული ფულის რაოდენობის თავისუფლად გამხელა შეგიძლიათ. ჩვენში რომ დარჩეს, ახალი წლის ღამეს ეროტიული მოცეკვავეების ყურებას ისევ ოჯახის წევრების ყურება სჯობია, ოღონდ სიტყვა "ტრადიციულად" აღარ გამაგონოთ.



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი