მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სტუდენტური ნიუს
2009-03-04
რატომ აღარ სურდა თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის გაგრძელება ნინელი ჭანკვეტაძეს?

ადამიანის ფსიქოლოგიის ფორმულირება ბავშობის ასაკიდან ხდება. მნიშვნელოვანია, თუ რა გარემოში იზრდება ის. აღსანიშნავია ისიც რომ, შემდგომ, როდესაც, თაობები იცვლება, მათთან ერთად იცვლება შეხედულებები; პიროვნებების მხრიდან გარკვეული მოვლენებისადმი იცვლება დამოკიდებულება. ხშირად უფროსი თაობისათვის ახალგაზრდების გარკვეული ქმედებები მიუღებელი ხდება და გამაღიზიანებელიც კი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავსაუბრებოდით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობს ნინელი ჭანკვეტაძეს, რათა გაეხსენებინა მას თავისი ბავშვობა, სტუდენტობის წლები და გაგვეგო, თუ რას ფიქრობს დღევანდელ სტუდენტობაზე. ის სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ქალბატონმა ნინელიმ, თავის საგრიმიოროში დაგვიბარა და ჩვენი საუბარიც შედგა.

- ქალბატონო ნინელი, მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ; როგორ იზრდებოდით, რაზე ოცნებობდით?

- ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. საერთოდ, მე ვთვლი, რომ ადამიანს, როდესაც ის, მაგალითად, ჩემს ასაკშია - არის კომპლექსებით სავსე, გაბოროტებული, ხშირად უკმაყოფილო - ეს ყველაფერი არის ბავშვობის კვალი; რადგან, როდესაც ბავშვობაში ბავშვს აქვს ძალიან ბევრი სიყვარული, ის შეუძლებელია გაბოროტდეს, შურით აივსოს ან დაიბოღმოს ვინმეს მიმართ. ბავშვობის სითბო, სიყვარული, კონკრეტულად ბებიასი, ბაბუასი, მშობლების - ეს მთელი ცხოვრება მიჰყვება ადამიანს. ეს სითბო და სიყვარული არ მაკლდა და ამით მე ვარ ბედნიერი. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჯერ ერთი, რომ ვიყავი პირველი ბავშვი არა მარტო ჩვენს ოჯახში, არამედ ჩემი მშობლების მთელს სამეგობროში და ყველა ძალიან მანებივრებდა და მექცეოდნენ როგორც თავის შვილს. ბაბუას და ბებიის პირველი შვილიშვილი ვიყავი და აქაც პირველ მერცხალს მეძახდა ბაბუა და როგორც ჩანს ეს სტატუსიც ძალიან მომწონდა. მთელი ეს პერიოდი, სანამ ბაბუა გარდაიცვლებოდა სითბო არასოდეს მაკლდა. მქონდა ძალიან ბევრი სათამაშო. ბავშვთა სამყარო-ში იყო დიდი სათამაშოების მაღაზია და მახსოვს, ბებიაჩემი პენსიას რომ აიღებდა უნდა წავსულიყავით და ეს ფული სათამაშოებში დაგვეხარჯა. გავიხსენებ ერთ შემთხვევას. ერთ დღეს ძალიან ბევრი სათამაშო მიყიდა ბებიამ და მაღაზიიდან გამოსვლისას, როდესაც გამყიდველმა დაინახა რომ ამდენი რაღაც მიყიდეს, გამოიტანა კიდევ ერთი სათამაშო - ხის პიანინო. როდესაც დავინახე, ბებიას ვუთხარი რომ ესეც მინდოდა, ბებიაჩემმა თავისი ლიმიტი ამოწურა და ვერ ყიდულობდა. მახსოვს, როგორ გავწექი მაღაზიაში და მაინც ვაყიდინე პიანინო. დავაბრუნეთ სხვა სათამაშო და იმის საფასურად დავამატეთ ფული და მაინც ვიყიდეთ.

მე მომხრე ვარ იმისა, რომ ბავშვი გაანებივრო, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. ბებიას და ბაბუას, არც კი ეზარებოდათ, მიკეთებდნენ სპეციალურად მურაბას, რომელსაც ერქვა ნინელის მურაბა; თეთრ ბალს გამოაცლიდნენ კურკებს, მერე დახლიდნენ თხილს, შიგ ჩადებდნენ და ასე აკეთებდნენ ამ მურაბას... სტუდენტობის პერიოდშიც კი, როდესაც ბებია ბაბუასთან რაიონში ჩავდიოდი, მაშინაც კი მხვდებოდა ეს მურაბა და კიდე ათასგვარი ტკბილეული.

კიდევ ბაბუაჩემი, იმ პერიოდში, საკმაოდ კარგი ხარისხის სურათებს იღებდა და მთელი ბავშვობიდან მაქვს მხატვრული ფოტოები, რომელსაც ბაბუა გადაღების შემდეგ უკეთებდა წარწერებს, მაგალითად, ნინელის პირველი პაემანი ბავშვობაში. ასე რომ, მე ვთვლი რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. რაც შეეხება ოცნებას, რა ვიცი, ძალიან ბევრს ვოცნებობდი, იგივე ექიმობაზე.

საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა და რაც არ მინდოდა, იმას ვერანაირად ვერ გამაკეთებინებდნენ. ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის რომ არ მივლია მუსიკაზე. ესეც ჩემი გადაწყვეტილებით. როდესაც ვხედავდი რომ მთელი კლასი დადიოდა მუსიკაზე და იქედან დაბრუნებულებს ტრაგედიები ჰქონდათ მეც მათ შემხედვარე აღარ ვიარე. ძალიან ბევრ წრეზე დავდიოდი - ცეკვაზე, ხატვაზე, მაგრამ მუსიკაზე არ დავდიოდი. ისე, დღემდე ვფიქრობ, რომ ადამიანმა მუსიკალური განათლება უნდა მიიღოს. დედაჩემი ძალიან განიცდიდა იმას, რომ ვერაფრით ვერ დამითანხმა და ვერ მიმიყვანა მუსიკაზე.

- როგორ გადაწყვიტეთ თეტრალურ ინსტიტუტში ჩაბარება?

- მე ამ პროფესიაში მოვხვდი შემთხვევით. იმიტომ, რომ ამ სფეროს სერიოზულად არ ვუყურებდი. ჩემი მეგობრის დეიდამ, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ეტყობა რაღაც შემამჩნია. მათთან ოჯახში ძალიან ხშირად დავდიოდი. მეგობრის ბებია სახალხო თეატრის რეჟისორი იყო და ეტყობა შემატყო. როდესაც რეალურად დავდექი პროფესიის არჩევნის წინაშე, მითხრა, - ხომ არ მიფიქრია თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაზე და, სწორედ, მეც მაშინ გადავწყვიტე. საერთოდ, ფრიადოსანი ვიყავი, არანაირი პრობლემა არ მქონდა ნებისმიერ პროფესიაზე რომ ჩამებარებინა.

ყოველთვის მაინტერესებდა ეს შემოქმედებითი მხარე. აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებებში. სწორედ, მეგობრის დეიდამ ამიხსნა, თუ რამდენად საინტერესო იყო ეს საქმე; ცეკვას ვისწავლიდი, პლასტიკას, იმ პერიოდში თეტრალური ინტიტუტის ბავშვები იპოდრომზე დაჰყავდათ და ცხენზე ჯირითს ასწავლიდნენ და ამის მერე, მემგონი მართლაც ცხენზე ჯირითმა მომხიბლა და გადავწყვიტე ჩაბარება (იცინის). ვიფიქრე, რა მეჩქარება რაიმე პროფესიის არჩევა და ვცდი - თქო; მომეწონებოდა კარგი იქნებოდა, არ მომეწონებოდა და ვინ დამაკავებდა, უკან წამოვიდოდი.

მეცხრე კლასში ვიყავი მაშინ, როცა დეიდამ - მარინა აბაშიძემ პირველად წამიყვანა თეატრალურ ინსტიტუტში. მოსამზადებელი ტურები იწყებოდა. მახსოვს, გურამ ჩერქეზიშვილი ატარებდა ამ ტურებს. შეგვკრიბეს ბავშვები, მეც რაღაცა მოვამზადე. მერე რატომღაც ისე მოხდა, რომ ბატონმა გურამმა რამდენჯერმე გამიყვანა, ხან ლექსი წამაკითხა, ხან ეტიუდი გამაკეთებინა. ახლა მეუბნებიან, რომ ტაშიც კი დამიკრეს, მე არ მახსოვს, ალბათ ძალიან ვნერვიულობდი. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ როდესაც დამთვრდა მოსამზადებელი ტურები, ბატონმა გურამმა გაგვაჩერა მე და დეიდა და გვითხრა, რომ აუცილებლად უნდა ჩამებარებინა. მაშინ ძალიან შემრცხვა, რადგან, ფაქტიურად მოვიტყუე, - მეცხრე კლასში ვიყავი და ჯერ არ შემეძლო ჩაბარება. ხოდა, მაშინ მეათე კლასში გელოდებითო, - ასე გვითხრა. წამოვედი და ფაქტიურად, ასე გადაწყდა რომ ჩამებარებინა.

აბსოლუტურად უპატრონომ ჩავაბარე. როდესაც გაიგეს ჩემებმა, დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. მართალია, არაფერს მიშლიდნენ, მაგრამ ამაზე იფიქრეს, რომ უკვე ნამეტანია. მამა ძალიან წინააღმდეგი იყო, მთელი სანათესაო დადგა ფეხზე. ყველას ენანებოდა ჩემი იქ გაშვება, მაგრამ მაინც მოხდა ასე, რომ ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში.

- როგორი სტუდენტობა გქონდათ, რით ერთობოდით?

- ამას ძალიან ხშირად აღვნიშნავ, რომ არ გამოჩენილიყო ბატონი მიშა თუმანიშვილი, ალბათ მეორე კურსიდან გამოვიდოდი ინტიტუტიდან. რადგან თავიდან მეგონა რომ სწავლა ძალიან ადვილია და ვემზადებოდი გართობისთვის. მერე მივხვდი რომ ამ დატვირთვას ვერ გავუძლებდი. Pპირველ კურსზე ჩვენი ჯგუფი ჰყავდა ბატონ შალვა გაწერელიას, რომლისაც ძალიან მეშინოდა. შემდგომ, ჩვენი კურსი აიყვანა ბატონმა მიშამ და ფაქტიურად ამან გადაწყვიტა ჩემი ბედი.

ვერთობოდით ყველანაირად. დავდიოდით კაფეებშიც, მაგრამ მთავარი ჩვენი სასიარულო, ასე ვთქვათ, იყო ინტიტუტი. როდესაც შევდიოდით, იყო პერიოდი, რომ გვიანობამდე აღარ გამოვდიოდით. მსახიობის ოსტატობა იყო ყოველდღიური, ეთმობოდა ძალიან დიდი დრო; იყო საღამოს რეპეტიციები და გვიანობამდე ვრჩებოდით. მერე ქალაქში გამოვდიოდით და კიდევ ხვალინდელ დღეზე და რეპეტიციაზე ვფიქრობდით და ვსაუბრობდით, რა დაგვრჩა გასაკეთებელი.Aეს იყო 24 საათიანი რეჟიმი. ჩემს დროს, შავი ფორმები იყო. დილით რომ ჩავიცვამდით, გვიან ღამემდე გვეცვა. რამდენჯერ დამირღვევია წესი და მოპიდაპირე ქუჩაზე ჩუსტიკებით გადამირბენია და სანამცხვრეში (ძალიან მსუნაგი ვიყავი), იქვე მიყიდია, შემიჭამია 22 კაპიკიანი ტარტალეტკა და ისევ უკან გამოვქცეულვარ.

დავდიოდით მუზეუმში, კონცერტებზე, კინოს სახლში, იქაც რაღაც ახალი თუ გამოვიდოდა უნდა მოგვესწრო და გვენახა. ძალიან სავსე ცხოვრებით ვცხოვრობდით. მახსოვს, ხშირად მე და ჩემი ჯგუფელი ნატაშკა შენგელაია, როდესაც მოსამზადებელი გვქონდა რაიმე ეტიუდი, მივიდოდით ბოტანიკურ ბაღში, დავაგებდით რაღაცა ნაჭერს, წამოვგორდებოდით და ეტიუდებს ვამზადებდით.

ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული ის იყო, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა. სადაც არ უნდა წავსულიყავით იყო დღესასწაული. ყველა გართობას ვიყენებდით იმისთვის, რომ წადგომოდა ჩვენს საქმიანობას. მოსკოვში იყვნენ უჩემოდ ჩემი ჯგუფი ზამთრის არდადადაგებზე ფილმების სანახავად, მე მაშინ ავად გავხდი და ვერ წავედი.

დავდიოდით სპექტაკლებზე. რამდენჯერმე სახურავიდანაც კი გადავმძვრალვარ, რომ მეყურებინა სპექტაკლისთვის, რუსთაველის თეატრში; ერთხელ ბილეთი ავიღეთ, მეორედ სტუდბილეთით შეგვიშვეს და მესამედ აღარ შეგვიშვეს. არადა, ძალიან გვინდოდა სპექტაკლის ნახვა. ამიტომ, უკვე თეატრალური ინტიტუტის სახურავიდან გადავედით რუსთაველის თეატრში მე და ჩემი ჯგუფელი ნატაშკა. რამდენჯერ იატაკზე ვისხედით. ყველა საშუალებას ვიყენებდით, რომ რაც კი გამოჩნდებოდა ახალი, გვენახა და მერე ამაზე გვეკამათა...

- გაიხსენეთ სტუდენტობის პერიოდში ყველაზე სასაცილო შემთხვევა?

- ერთხელ, ბატონმა მიშამ შემოგვთავაზა, რომ ვისაც რისი დადგმა უნდოდა დაედგა და ენახებინა. მახსოვს, ახლანდელი გადმოსახედიდან, რა სასაცილო იყო, როდესაც მე და ნატაშამ დავწერეთ სცენარი - ვიპოვნეთ მუსიკა, ქართული ტექსტი დავადეთ; ჩვენ ვიყავით რეჟისორებიც, ქორეოგრაფებიც. ვცეკვავდით, ვმღეროდით და დამთავრდა იმით, რომ ბატონმა მიშამ თქვა, - ყველასი ყველაფერი გავიგე, მაგრამ ნინელის და ნატაშკას რა ჯანდაბა უნდოდათ, ვერაფერი გავიგეო (იცინის). აი, ასეთი კრახი განიცადა ჩვენმა ერთკვირიანმა მუშაობამ, რომელსაც მთელი ენერგია დავახარჯეთ.

- ქალბატონო ნინელი, შეადარეთ თქვენი სტუდენტობა დღევანდელს, რაში ხედავთ განსხვავებას?

- იცით, პირველ რიგში, შეიცვალა დამოკიდებულება პროფესიისადმი. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ვთქვა, მაშინ ნიჭიერები იყვნენ და ახლა უნიჭოები არიან - ეს გამორიცხულია. რადგან, ეს ნიჭი, ეს ტალანტი დევს ჩვენს ერში. უბრალოდ, არტისტობა რატომღაც გახდა ადვილი. ძალიან იოლი ხერხებით ხდებიან პოპულარულნი; ღირებულებები შეიცვალა და ბევრი რამ გაუფასურდა. ამიტომ, თუ თქვენ არ ხართ გაგიჟებული თქვენი პროფესიით და არ გაქვთ შეგნებული რომ საჭიროა ყოველწამიერი შრომა იმისათვის, რომ რამეს მიაღწიო, არაა აუცილებელი იყო არტისტი. არ შეიძლება აირჩიო ეს პროფესია იმიტომ, რომ იყო პოპულარული. მე ვურჩევ ახლაგაზრდებს, სტუდენტებს იარონ მუზეუმებში, კონცერტებზე, ნახონ ფილმები. ყველაფრისგან შეიძლება რაღაცის ათვისება. იკითხონ ძალიან ბევრი. მსახიობი სხვა არაფერია, თუ არ შეიწოვებ ამ ყველაფერს, რაც შენს გარშემო ხდება. ძალიან კარგი იქნება, თუ ახალგაზრდები ჩათვლიან, რომ პოპულარობა არაა მთავარი. მთავარია ყოველწამიერი შრომა. როდესაც ამბობენ, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია! ეს ტყუილია, რადგან ნიჭი არის ის, რომ არ გაკმაყოფილებს და არ გასვენებს და სულ შრომის პროცესში გამყოფებს.

დაბოლოს, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია რომ მსახიობის ოსტატობა არ უტარდება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სტუდენტებს ვგულისხმობ, ვურჩევ რომ წავიდნენ, თუნდაც, სამეფო უბნის თეატრში და ნახონ, როგორ თამაშობენ მედეა ჩახავა და თამარ სხირტლაძე, სადაც თითქმის არანაირი რეკვიზიტი არაა, ერთი დივანის გარდა. აი, ამაზე მეტი მსახიობის ოსტატობა სად შეგიძლია რომ ნახო ადამიანმა?!

ავტორი: მიხეილ ივანიშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი