მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკოსების გარეშე

ცოტა ხნის წინ კინოს სახლში `სახალხო-წინააღმდეგობის~ მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის გეგმებისა და მიზნების შესახებ წინააღმდეგობითი მოძრაობის წევრს ირმა ინაშვილს ვესაუბრე:

_ რატომ გადაწყვიტეთ `სახალხო წინააღმდეგობის~ მოძრაობის ჩამოყალიბება?
_ 2010 წლის 22 დეკემბერს მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეკლარაცია მივიღეთ. დეკლარაციის მიხედვით ქვეყნის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს. ვფიქრობ, საქართველოში სწორედ ის ეტაპია და ეს პოლიტიკოსების გარეშე უნდა მოხდეს. მიმდინარე პროცესებმა ცხადყო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მიაღწია შედეგს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, გამუდმებით იყო მარცხი.
პოლიტიკური სივრცე იმდენად დისკრედიტირებულია, რომ სწორედ საზოგადოებიდან წამოვიდა დაკვეთა მსგავსი ტიპის მოძრაობის შექმნის შესახებ. მოძრაობაში ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები გაწევრიანდებიან, რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობის პროცესში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.
ორგანიზაცია არავის საპირწონედ არ შექმნილა და არც ერთი საზოგადოებრივ მოძრაობას არ ვუპირისპირდები. პირველ რიგში, `სახალხო-წარმომადგენლობით კრებას~. ვთვლი, რომ კრების იდეა საინტერესოა, მას სჭირდება განვითარება. სახალხო კრებას პოლიტიკოსები რომ არ `მიტმასნოდნენ~ არ დაკარგავდა საზოგადოებაში ნდობას, თუმცა უახლოეს პერიოდში კრება თავის სათქმელს იტყვის. ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ავირჩიეთ მეთოდი _ გზა პოლიტიკოსების გარეშე.
_ რა საშუალებებით აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას?
_ ყველა საშუალებით, რასაც კაცობრიობა წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმატით იცნობს. ეს იქნება მშვიდობიანი საშუალებები, აქციები, დისიდენტური მეთოდი, იმიტომ რომ, ეს არის რეჟიმი და საბჭოთა კავშირის დროს როგორც მოქმედებდნენ დისიდენტები ჩვენც შეგვიძლია ისე მოვიქცეთ.
_ მიმდინარე პროცესების დროს მსგავსი ტიპის მოძრაობებმა საზოგადოებაში ნდობა დაკარგა, როგორ აპირებთ მის დაბრუნებას?
_ ხალხი არსოდეს ყოფილა პროცესის მონაწილე. ყოველთვის ვამბობდი: დახურულ კარს მიღმა, 12-13 პარტიის ლიდერმა არ უნდა გადაწვტოს ქვეყნის ბედი. საზოგადოება უშუალოდ უნდა ჩართეს პოლიტიკურ მოვლენებში, იგი უნდა ქმნიდეს პოლიტიკურ პროცესს. დღემდე ხალხი ინფორმირებული არ იყო კონკრეტული მოვლენების შესახებ. სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა ამბობს, რომ შენ გეგმავ, შენ მართავ პროცესს. არავითარი დახურული კარები, ჩვენ საზოგადობას ვთავაზობთ ღია კარს, ყველა კითხვაზე პასუხს. ასე, რომ ჩაკეტილ ოთახებში ქვეყნის ბედის გადაწყვეტა უნდა დამთავრდეს.
_ აპირებთ თუ არა რეგიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას?
_ ჩვენი აზრით, თბილისის რესურსი ბოლომდე ათვისებული არაა, ამიტომ თებერვლის დასაწყისში ვგეგმავთ მუშაობის გააქტიურებას. როცა ამ ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე, არ უნდა მოხდეს ძალების დაქსაქსვა, აქცენტი თბილისზე უნდა გაკეთდეს.
_ თქვენი აზრით, თბილისში არის ის ძალა, რომელსაც რეალობის შეცვლა შეუძლია?
_ თქვენ რა გგონიათ, ვარდების რევოლუციის დროს უმრავლესობა თბილისელი იყო. ვითომ რეგიონებიდან მოდიოდა კოლონები, ბუტაფორია იყო. შაბათ-კვირა ადით ჯვარზე და იგივე კოლონას დაინახავთ, უბრალოდ, პიარის ელემენტები გამოიყენეს.
_ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას თუ ჰყავს კონკრეტული ლიდერი?
_ წინააღმდეგობრივ მოძრაობას ჰყავს ლიდერი დავით თარხან-მოურავის სახით, თუმცა არიან სხვა ლიდერებიც სოსო მანჯავიძე, სოსო ჯაჭვლიანი და ა.შ. ანუ ჩვენ მოძრაობაში ისეთი ადამიანები არიან გაწევრიანებული, რომლებსაც საერთო არა აქვთ პოლიტიკასთან. პოლიტიკოსებიც თუ დატოვებენ პოლიტიკურ მანდატს, დიდი სიამოვნებით მივიღებთ სახალხო წინააღმდეგობით მოძრაობაში.
_ მცირედი კი საჭირო ფინანსური რესურსი, საიდან აპირებთ მის მოძიებას?
_ იდეური მხარდამჭერები როდესაც იკრიბებიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხი. ჩვენ მთავარია, შევთანხმდით იდეაში და მის განხორციელებაში და მგონია, პროკლამაციების დაბეჭდვა ძალიან დიდ თანხებს არ საჭიროებს.
_ რატომ მაინცდამაინც სახალხო-წინააღმდეგობის მოძრაობა?
_ კაცობრიობა იცნობს სხვადასხვა ქვეყანაში წინააღმდეგობრივ მოძრაობას. ყოფილა შემთხვევები, როცა არაპოლიტიკოსებს შეუცვლიათ პოლიტიკური რეჟიმი. ამიტომ ჩვენ ვიმოქმედებთ ყველა იმ საშუალებით, რითაც წინააღმდეგობის მოძრაობა მოქმედებდა, ცხადია, გარკვეულ სიახლეებსაც შევიტანთ.


ავტორი:  მირანდა ნაბახტეველი


კალენდარი
სექტემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი