მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
21-ს ქვევით
2007-11-13
ბავშვების პროტესტი და საინტერესო შეხვედრა #1 საჯარო სკოლაში
(21-ს ქვევით, ჩოხატაური) - საქართველოში წინა კვირას განვითარებული მოვლენები, არა მარტო უფროს თაობაზე, არამედ, მოზარდებზეც აისახა. მაშინ, როცა თბილისში მომიტინგეები წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაარბიეს პოლიციის და სპეცნაზის ნაწილებმა, სკოლის მოსწავლეებში პროტესტის გრძნობამ იფეთქა და ქუჩაში გამოიყვანა. მაშინ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სკოლებში კი - დასვნება, ჩოხატაურის რაიონის #1 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ქუჩაში საპროტესტო შეძახილებით გამოვიდნენ. მათ რაიონის ცენტრალურ ქუჩაზე ხელიხელჩაკიდებულებმა გაიარეს და ყოფილ კულტურის სახლთან შეიკრიბნენ, სადაც მათ შეხვდათ პოლიციის წარმომადგენლები და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა წილოსანი, რომელმაც ბავშვებს მიმართა, სასწრაფოდ წასულიყვნენ სახლებში, რომ მათი კარგად ესმის, მაგრამ ახლა ასე არ შეიძლება, უნდა დაიშალონ და სახლებში წავიდნენ.

ბავშვები უკან კი მიტრიალდნენ, მაგრამ საპროტესტო შეძახილები განაგრძეს და რაიონის ცენტრისკენ დაიძრნენ. ცოტა ხანში უკვე პედაგოგებთან ერთად უკან მობრუნებულები, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიაში შეიკრიბნენ და ლოცვები წაიკითხეს.

ლოცვების შემდეგ ბავშვები ისევ სკოლაში მოიყარეს თავი, სადაც მათ პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში მიხეილ სვიმონიშვილი და გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ბესო გელენიძე შეხვდნენ. როგორც თავად ბავშვებმა თქვეს, სვიმონიშვილი და გელენიძე მათ ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობის და ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის შესახებ ესაუბრა. სიტუაციის ახსნა თავად ბავშვებს უთხოვიათ და საკმაოდ დაინტერესოდ ჩატარებულა შეხვედრა, რის შემდეგაც სკოლის მოსწავლეები და ხელისუფლების წარმომადგენლები კმაყოფილნი დაშორდნენ ერთმანეთს.



კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი