მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
ბოროტად გამიზნული დეზინფორმაცია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს - ბატონ ლევან გახელაძეს,
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს - ქალბატონ თამარ კორძაიას
ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მიერ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების გამო

პატივცემულნო,
მოგმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 2013 წლის 1 მარტს გასულ გადაცემა "აქცენტებთან" დაკავშირებით, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, ქ-ნი ე. კვესიტაძე უძღვებოდა. გადაცემის გამძღოლმა მოახდინა საზოგადოების განზრახ დეზინფორმირება. კერძოდ:
გადაცემის მსვლელობიდან დაახლოებით 08 წუთიდან და 10 წამიდან მოყოლებული, მან საუბარი დაიწყო ქართული ინტელიგენციის და ახალგაზრდობის შეკრებაზე გავრცელებული შემაჯამებელი განცხადების ტექსტის შესახებ, რომლის შინაარსი და არსი დაამახინჯა, წაკითხული ტექსტიდან ცალკეული ფრაზების ამოღებისა და მანიპულირების გზით. კვესიტაძე ამბობს, რომ ევრაზიის ინსტიტუტმა გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით თითქოს ასეთი რამ იყოს ნათქვამი:
"ომი არც რუსეთს და არც საქართველოს არ დაუწყია, ომის დაწყება ცალკეული პოლიტიკოსების ნებამ განაპირობა. აგვისტოს ომი უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ ამ ტრაგედიამ უფრო უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთს".
ამასთან, ქ-ნი ეკა რაღაც მითიურ "სააგენტოებს" იშველიებს მოწმედ, რომლებმაც თითქოს ასეთი ტექსტი გაავრცელეს, რაც სრული სიცრუეა. ერთადერთი საინფორმაციო წყარო, რომელმაც რეზოლუციის ტექსტიდან ამონარიდები გაავრცელა ამ მომენტისათვის, როდესაც ეს წერილი იწერება, გახლავთ ინტერნეტ-გამოცემა "ნეტგაზეთი". აღნიშნული გამოცემა სავსებით კორექტულად გადმოსცემს 27 თებერვალს სასტუმრო "ვერე-პალასში", ინტელიგენციისა და ახალგაზრდობის წარმომადგენელთა შეხვედრაზე გავრცელებული დოკუმენტის ცალკეულ ამონარიდებს, მათ შორის, ზემოთ მოყვანილი დამახინჯებული ციტატი "ნეტგაზეთში" ასეთი (ანუ სწორი) რედაქციით არის გამოქვეყნებული:
"2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებაში მთლიანად მხარს ვუჭერთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პოზიციას: ომი არც რუსეთს და არც საქართველოს არ დაუწყია, ომის დაწყება ცალკეული პოლიტიკოსების ნებამ განაპირობა. აგვისტოს ომი უდიდესი ტრაგედიაა, როგორც ქართველებისა და ოსების ურთიერთობაში, ისე ქართველებისა და რუსების ურთიერთობაში. ამ ტრაგედიამ უფრო უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთს, რათა მისი მსგავსი მოვლენა მომავალში გამოირიცხოს".
როგორც ხედავთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია მეორის მოსაზრება ქ-მა ეკამ ევრაზიის ინსტიტუტს "მიაწერა", გარდა ამისა, ამოიღო მეტად მნიშვნელოვანი ფრაზა იმის თაობაზე, რომ ომი უდიდესი ტრაგედიაა ქართველების ურთიერთობებში ოსებთან და რუსებთან, ხოლო ამ ტრაგედიამ უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთს იმ მიზნით, რომ მსგავსი ტრაგედია მომავალში გამოირიცხოს. ციტატის ამგვარმა შეკვეცამ აზრობრივად დაამახინჯა იგი. ცნობისათვის: რათა ეჭვი არ შეგეპაროთ, აქვე მოვახდენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადების ციტირებას, რომელიც გამოყენებულია ევრაზიის ინსტიტუტის დოკუმენტში. კერძოდ, პატრიარქმა მოსკოვში თავისი ბოლო ვიზიტისას (ამა წლის იანვარი) განაცხადა:
"მე შევხვდი ვლადიმერ პუტინს და შევთანხმდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენ მოძმე სახელმწიფოებად დავრჩეთ", - ბრძანა ილია მეორემ.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მომხდარში "არც საქართველოა დამნაშავე და არც რუსეთი".
"ეს ცალკეული ადამიანების ბრალი იყო. მადლობას ვუხდი ყველა აქ დამსწრე ადამიანს იმისათვის, რომ გიყვართ საქართველო და ჩვენ ამას ვგრძნობთ".
სააგენტო "ივერონის" 2013 წლის 24 იანვრის ამ ცნობის გადამოწმება რუსულ საიტებზე, ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქოში, შეიძლება. ეს ინფორმაცია უტყუარია და სწორედ მას დაეყრდნო ევრაზიის ინსტიტუტი, რაც ქ-მა კვესიტაძემ ურცხვად დამალა.
აშკარაა, რომ ქ-ნი ეკა სტუდიაში მყოფი ქალბატონი ირმა სოხაძისა და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა დეზინფორმირებას განზრახ ეწეოდა, სხვა ახსნა დოკუმენტიდან ამოღებული ციტატის ამგვარ შეკვეცას არ მოეძებნება. ამით მან ბოროტად გამოიყენა საზოგადოების მიერ დაფინანსებულ ტელეარხზე დაკავებული ადგილი, რაც, შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლების "ანალიტიკოს" პოლიცმაისტერებთან დაახლოებული პირისთვის საკადრისი საქციელი იყოს, მაგრამ ჟურნალისტისთვის აშკარად მიუღებელი ქმედებაა. ამით ქ-მა ეკამ პირდაპირ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა.
გარდა ამისა, გადაცემაში მრავალჯერ იქნა ნახსენები ჩემ მიერ დაარსებული ორგანიზაცია "ევრაზიის ინსტიტუტი". ქ-ნი ეკა ცდილობდა, თავის გემოვნებით შერჩეული რესპონდენტებისგან მიეღო განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა განზრახვა ჰქონდა ჩვენს ინსტიტუტს, როდესაც ინტელიგენციისა და ახალგაზრდობის წევრთა შეკრებას აწყობდა. რა თქმა უნდა, ქ-ნ ეკას თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ ამის შესახებ უშუალოდ ევრაზიის ინსტიტუტისათვის მოემართა შეკითხვით, რომელსაც აქვს იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, დარეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სავსებით ღიად ფუნქციონირებს, არ გაურბის ურთიერთობას ჟურნალისტებთან.
იყო ჩვენი ინსტიტუტის რეპუტაციის შელახვის მცდელობა, თითქოს ჩვენ ვიღაცის პოლიტიკურ დაკვეთას ვასრულებთ - ეს "ვიღაც", რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციაა. 2009 წელს დაარსებული ჩვენი ინსტიტუტის სახელწოდებას იხსენიებდნენ ევრაზიის კავშირის კონტექსტში, რომელიც რუკაზე ჯერ საერთოდ არ არსებობს და საქართველოს იქ არც არავინ ეპატიჟება. მაგრამ კვესიტაძე ჯიუტად ცდილობდა, ჩვენი ინსტიტუტი დაეკავშირებინა არარსებულ ევრაზიის კავშირთან. ესეც უფრო სპეცსამსახურების მოძველებული მეთოდია, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის საკადრისი საქციელი. ყველაზე არაობიექტური მასმედიაც კი, ობიექტურობის ფასადის შესანარჩუნებლად, შეეცდებოდა, ინფორმაციის მიღებას პირველწყაროსგან - ამ შემთხვევაში, ევრაზიის ინსტიტუტისგან. მაგრამ ქ-ნ კვესიტაძეს იმდენად აშინებს სიმართლე და იმდენად არის გართული სპეცსამსახურებში ყურმოკრული პოლიტტექნოლოგიების ათვისების მცდელობით, რომ მან ასეთი პრიმიტიული ხერხის გამოყენებაც ვერ გაბედა. თუმცა, ასეა თუ ისე, მან ამ მხრივაც დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა. აღარაფერს ვამბობ გადაცემაში მის მიერ არჩეულ ისტერიულ ტონზე, ტენდენციურობასა და პრიმიტიულად დასმულ შეკითხვებზე, თუმცა, ეს უკვე გემოვნების საკითხია.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესვეურებს მოგმართავთ პატივისცემით, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნით:
წინამდებარე წერილი წაკითხულ იქნას სრულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იმავე გადაცემის ფარგლებში, რომლითაც ჩვენი ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებას ბოროტად გამიზნული დეზინფორმაცია მიეწოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს, ასევე პატივისცემით, მოგმართავთ:
მიეცით შეფასება ე.კვესიტაძის მიერ 1 მარტის გადაცემა "აქცენტებში" გამოვლენილ მისწრაფებებს და მხარი დაგვიჭირეთ მოთხოვნაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დეზავუირება გაუკეთოს თავისივე ეთერით გავრცელებულ ინსინუაციებს.
დანართის სახით გიგზავნით კრებაზე გავრცელებულ დოკუმენტს, რომელიც არ ყოფილა ხელმოსაწერად გამიზნული, არამედ მას შეკრებილი საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სიტყვიერად დაუჭირა მხარი, ცალკეული სტილისტური ხასიათის შენიშვნების გათვალისწინებით.
საუკეთესო სურვილებით,

გულბაათ რცხილაძე, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი







კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი