ახალი ვერსია
2002-12-23
ტიბეტელ ბერებს კარიესი არ უჩნდებათ
იტალიელი სტომატოლოგები ტიბეტის რამოდენიმე მონასტრის მონახულების შემდეგ საოცარ დასკვნამდე მივიდნენ. 150 ტიბეტელი ბერის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ბერების 70%-ს, მათ შორის ხანდაზმულებსაც, არცერთი დაავადებული კბილი არ ჰქონდა, დანარჩენებს კი კარიესი მხოლოდ მსუბუქ ფორმებში აღენიშნებოდათ.
როგორც გაირკვა, ამ ფენომენის მიზეზი კვების რეჟიმში მდგომარეობდა. ტიბეტელი ბერები არ მიირთმევენ შაქარსა და ხორცს. მათი კვების რაციონი კი საკმაოდ მწირედ გამოიყურება და მასში შედის: შვრიის ფუნთუშა, კამეჩის რძისაგან დამზადებული კარაქი, ტიბეტური ჩაი და წყალი. ზაფხულში მათ მენიუს ემატება სტაფილო, კარტოფილი და ცოტა ბრინჯიი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები