მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
სახელმწიფოებრიობის გაგება: სალომე ზურაბიშვილის განცხადება მასმედიისთვის კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
მიმდინარეობს სპეცოპერაცია და ნებისმიერ სახელმწიფოში ამ პერიოდში არც ოპოზიცია და არც პოზიცია ამაზე კომენტარს არ აკეთებს. ჩვენ არ ვართ ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომ ამაზე კომენტარები გავაკეთოთ, ჩავერიოთ მიმდინარე სიტუაციაში.

ოფიციალურად ერთი რამის თქმა მინდა: ვინც დაიწყო ეს პროვოკაცია, ის იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე; ხელისუფლებაც იკისრებს პასუხისმგებლობას და ჩვენც პასუხს მოვთხოვთ მას. რადგანაც სპეცოპერაცია დაიწყო, მე იმედი მაქვს, კარგადაც დამთავრდება, მე ვერ ვისურვებ, რომ ცუდად დამთავრდეს; მაგრამ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და ეს მან კარგად უნდა იცოდეს.

მეორე, რაც უნდა ითქვას ამ სიტუაციაზე, აქ საქმე სწორედ სახელმწიფოებრიობაზეა; რა ხდება, შეიძლება თუ არა, რომ დამყარდეს კონტროლი მთელს საქართველოს ტერიტორიაზე? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის.

ამავდროულად ჩანს, რომ სახელმწიფოებრიობის გაგება არ არსებობს თვით ხელისუფლებაში; არამხოლოდ კვიციანში, რომელიც პროვოკატორია, გამოაცხადა დაუმორჩილებლობა და უნდა დაისაჯოს, როგორც ხდება ნებისმიერ ნორმალურ და ცივილიზებულ სახელმწიფოში; მაგრამ ხელისუფლებაში რომ არ არის სახელმწიფოებრიობის გაგება, არის ის, რაც დღეს მაშფოთებს.

როგორ შეიძლება ასეთ მომენტში ვინმემ ილაპარაკოს სვანურ პრობლემაზე, პარლამენტის თავმჯდომარე მიდიოდეს სვანების შეკრებაზე და ლაპარაკობდეს სვანებზე; სად ვართ ჩვენ? ისევ იმ ძველ შევარდნაძისეულ და საბჭოთა რეჟიმში, რომელიც ამკვიდრებდა საქართველოში ეთნიკურ გაგებას, თუ ვართ ახალ სახელმწიფოში? ჩვენ არ შეიძლება ვლაპარაკობდეთ სვანების და სვანურ პრობლემაზე; აქ ეს არ არსებობს. ეს არის პროვოკაცია, რომელიც შეიძლება მომხდარიყო ნებისმიერ რეგიონში და რომელსაც უნდა მოუაროს სახელმწიფომ - ეს არის მისი ვალდებულება და უნდა მოუაროს, რაც შეიძლება წყნარი ფორმებით, რომ ამას არ მოყვეს რამე, რაც, კიდევ ერთხელ, მისი პასუხისმგებლობა იქნება; მაგრამ სვანების პრობლემა ეს ნამდვილად არ არის.

თუ, ხელისუფლებას არ ესმის, რომ ეს არ არის რამის გამართლება და არ შეიძლება იმის გამართლება, რაც მოხდა არც სვანური პრობლემით, არც სოციალ-ეკონომიური პრობლემით; თუ, საჭიროა ასეთი რამ მოხდეს იმისთვის, რათა ვიღაცამ გაიგოს, რომ გზაა დასაგები, რომ უნდა მოვუაროთ ჩვენს მთის რეგიონებს; აქ სვანების პრობლემა არ არის და ეთნოსები არ არსებობს საქართველოში; არსებობს ქართველები, საქართველოს მოქალაქეობა და არსებობს პრობლემები - ძალიან დიდი პრობლემები დღევანდელ დღეს, პირველ რიგში მთაში, რადგან ეს არის ჩვენი სასაზღვრო ზონა, ამას უნდა მოვუაროთ; სახელმწიფოში კი კონცეფცია არ არსებობს, როგორ უნდა მოვუაროთ; არსებობს რაღაცა ძველი კონცეფციები, რომლებიც მე დღეს მაოცებს.

რატომ არის, რომ სწორედ რუსეთი ეხმაურება ამ ეთნოკონცეფციებს... ერთის მხრივ, პარლამენტის თავჯდომარე ლაპარაკობს ამაზე, და, მეორეს მხრივ, ძალიან ლამაზად ეპასუხება მოსკოვი, იმ ძველი ცნებებით და იმ ძველი გაგებებით; აქედან თუ არ გამოვედით, ვერც სახელმწიფოს ავაშენებთ და საქართველოს მომავალი ნამდვილად არ ექნება. ასე რომ, მე დღეს ყველას მოვუწოდებ, დავწყნარდეთ, არ გვინდა ეს, ზოგჯერ ხელოვნური დაძაბულობა.

ამავე დროს, არ შეიძლება დღეს საქართველომ სადმე ამბოხი მოითმინოს, რომელ რეგიონშიც არ უნდა იყოს ეს, გურიაში თუ სხვა ადგილას; ვერავინ უარყოფს იმას, რომ ეს არის რეგიონი, სადაც უფრო არსებობს საფრთხე საქართველოსთვის, მაგრამ ამავე დროს მოვითხოვ სახელმწიფო მოღვაწეებისგან - ყველა მოვერიდოთ იმას, რომ დღეს დაიწყოს ეთნიკური ცნებებით საუბარი საქართველოში; ჩვენი მომავალია - რომ ყველანი ვიყოთ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები.

ინფორმაცია



კალენდარი
სექტემბერი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი