მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-06-21
წამლის შეძენისას მოითხოვეთ ლიცენზია, - გვირჩევს ფარმაცევტული კონტროლის სამმართველო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები უნებართო ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული პირების გამოვლენას ახდენენ. ამოღებულია დიდი რაოდენობით ვადაგასული, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, საეჭვო წარმოშობის მედიკამენტები. მათი რეალიზაციით, ძირითადად, არასპეციალისტები არიან დაკავებულნი. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსს, ვახტანგ ქავთარაძეს.

- ბატონო ვახტანგ, ამ ბოლო დროს სააფთიაქო ქსელიდან ფალსიფიცირებული, ვადაგასული, არარეგისტრირებული მედიკამენტებია ამოღებული. ეს ღონისძიება კამპანიურ ხასიათს ატარებს თუ იგი სამმართველოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა?

- წინა თვეში ფარმაცევტულ დაწესებულებებში აღმოვაჩინეთ ფალსიფიცირებული მედიკამენტები. ძირითადად იყო ერითრომიცინი, ამპიცილინი, ლევომიცეტინი, ბრილიანტის მწვანე, დიკლოფენაკი და სხვა. ეს მედიკამენტები მათი ვარგისიანობის გასარკვევად წამლის ხარისხის ლაბორატორიაში გავგზავნეთ. იქიდან მიღებული დასკვნის მიხედვით გაირკვა, რომ ზოგიერთ მედიკამენტში ძირითადი მოქმედი ნივთიერება ძალიან მცირე რაოდენობით აღმოჩნდა, ზოგიერთში კი საერთოდ არ იყო. ამას დაემთხვა ისიც, რომ რუსეთში ინტერნეტით საეჭვო სამკურნალო საშუალებების სია გავრცელდა. ამ სიაში 171 დასახელების მედიკამენტი იყო შეტანილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს მედიკამენტი ფალსიფიცირებულია, მაგრამ მათ აქვთ ნაკლი, რომლის გამოც მათი მიღება არ შეიძლება. ეს ინფორმაცია ახალია, რუსეთიდან ჯერჯერობით არ არის შემოტანილი დიდი რაოდენობის ფალსიფიცირებული მედიკამენტები. ამიტომ ჩვენ წინასწარ განგაში ავტეხეთ, რათა ყველა სააფთიაქო ქსელს გაეგო მათი არსებობის შესახებ. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას ამ მიმართულებით: ფალსიფიცირებული მედიკამენტების აღმოჩენის შემთხვევაში მისი რეალიზატორი სოლიდური თანხით (1000 ლარით) დაჯარიმდება. თუ დაჯარიმების შემდეგ ისინი კვლავ განაგრძობენ უკანონო საქმიანობას, განმეორებით დაჯარიმდებიან უკვე არა ათასი, არამედ ორი ათასი ლარით და იმ მედიკამენტების კონფისკაციით, რომლებიც მათ აქვთ რეალიზაციაში. შეიძლება, ამ ღონისძიებამაც ვერ გამოიღოს სასურველი შედეგი, ამიტომ სახელმწიფომ გამოგვიყო თანხა, რომლითაც არალიცენზირებულ ჯიხურებში, აფთიაქებსა თუ ბაზრობებზე ვყიდულობთ ფალსიფიცირებულ და ვადაგასულ მედიკამენტებს და ამ გზით ვცდილობთ მომხმარებლის დაცვას.

- როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ამ მედიკამენტების მიღება?

- ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მედიკამენტების მიღებას მალევე შეიძლება, მძიმე შედეგი მოჰყვეს, მაგრამ დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, გაურთულებს პაციენტს ჯანმრთელობას. ამიტომ მომხმარებელი, რომელიც ბაზრობაზე, არალიცენზირებულ ჯიხურებსა თუ აფთიაქში მედიკამენტს იძენს, დაცული არ არის. ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდება ბაზრობაზე. ის არის კონტრაბანდის, ფალსიფიკაციის, არარეგისტრირებული ჰუმანიტარული მედიკამენტების შემოტანის და, საერთოდ, სამართალდარღვევის ადგილი. ზოგჯერ გამყიდველები ხელით ისე მიმგვანებულად ასწორებენ მედიკამენტის ვარგისიანობის ვადას, რომ მყიდველი ადვილად ტყუვდება. თუმცა სერიის გადასწორებას ვერ ახერხებენ, რაც სპეციალისტებს წამლის ვარგისიანობის გარკვევას უადვილებს.

- თქვენ, როგორც ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი, რას ურჩევთ მედიკამენტების მომხმარებელს, როგორ მოიქცნენ შეძენის დროს, რას მიაქციონ ყურადღება?

- არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს სახელმწიფო იცავს მხოლოდ ლიცენზირებულ ობიექტებს. რა თქმა უნდა, ასეთ დაწესებულებებშიც აღმოჩნდა ფალსიფიცირებული და ვადაგასული მედიკამენტები. მაგალითად, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქში 12 დასახელების მედიკამენტიდან 1 უვარგისი აღმოჩნდა, არალიცენზირებულ აფთიაქებში კი 9 მედიკამენტიდან - 7. მომხმარებელს აქვს უფლება, აფთიაქში მოითხოვოს ლიცენზია და კონკრეტული მედიკამენტის ხარისხის სერთიფიკატი. არც ერთი ლიცენზირებული ბაზა არ გარისკავს ფალსიფიცირებული და არარეგისტრირებული მედიკამენტების რეალიზაციას.

- ხშირად არალიცენზირებული აფთიაქების პატრონები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მერიის მიერ გაცემული ნებართვა და საჭიროდ აღარ თვლიან ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზიას, რამდენად მართებულია ეს?

- მერიას არა აქვს არალიცენზირებული ობიექტებისთვის მედიკამენტებით ვაჭრობის უფლების მიცემა. თუმცა ხშირად ასეთ ნებართვას იძლევიან ადგილობრივი გამგეობის ვაჭრობის განყოფილებები. ერთ აფთიაქს მედიკამენტებთან ერთად ალკოჰოლითა და სიგარეტით ვაჭრობის ნებართვაც კი ჰქონდა. ეს, რასაკვირველია, უკანონოა.

ავტორი: მარი ელოშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი