მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-06-21
"ახალი 7 დღის" ანკეტა: პრეზიდენტის ფუჭი მანევრი?!

განვლილი არჩევნების შედეგების ფონზე კურიოზულად გაიჟღერა "მოქალაქეთა კავშირის" აღდგენის იდეამ. იდეის ავტორი და ინიციატორი კონკრეტულად და ოფიციალურად არ დასახელებულა, მაგრამ ყველა ინიციატივა და პარტიულ-აღმშენებლობითი შემოქმედება ხომ ქვეყნის პრეზიდენტს უკავშირდება. პრეზიდენტი კი სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და არა - კურიოზული. "ახალმა 7 დღემ" ანკეტით მიმართა პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს.

1. პოლიტიკურ კონტექსტში რას ნიშნავს "მოქალაქეთა კავშირის" რეანიმაცია?

2. არჩევნების შედეგების ფონზე რა ფაქტორებით არის განპირობებული "მოქალაქეთა კავშირის" რეანიმაციის მცდელობა - როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური?

3. "მოქალაქეთა კავშირის" მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან დროებითმა გამოთიშვამ უჩვენა თუ არა, რომ მის გარეშე გარკვეული იდეური ნიშა ცარიელი რჩება?

4. "მოქკავშირის" აღდგენა არის თუ არა პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური მანევრი ანუ ცრუ მოძრაობა?

ელენე თევდორაძე, პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი:

1. ჩვენმა პრეზიდენტმა რეალობის შეგრძნება დაკარგა და ახლა ზეწოლას ახდენს იმ ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც მას, პრაქტიკულად, ატყუებენ და ისიც ტყუვდება. ძალიან სამწუხაროა, რომ შესაძლებელია პრეზიდენტის ასე ადვილად მოტყუება. "მოქალაქეთა კავშირი" მკვდარია, მაგრამ პრეზიდენტს მისი აღორძინება სურს. ამგვარი სურვილი, მით უმეტეს გაუგებარია 2 ივნისის არჩევნების შემდეგ, როდესაც მოსახლეობამ გამოხატა ღიად თავისი ნება და დამოკიდებულება. პრეზიდენტს სჭირდება რაღაც ჯგუფი როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ.

2. პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მარცხი არ განიცადოს. იგი არც ერთი პარტიის წევრი აღარ არის, ამიტომ, მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისას პრეზიდენტის მძლავრი, ადმინისტრაციული მანქანა ამუშავდეს. ადმინისტრაცია უკვე მზად არის საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად. პარტიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ხომ კანცელარიაში აგვარებენ. ადმინისტრაციული რესურსი, მან თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოლომდე ვერ აამუშავა. მოსალოდნელია მსხვერპლშეწირვაც - იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც არ დაეთანხმებიან "მოქალაქეთა კავშირში" გაერთიანებას, შესაძლოა, სკამებიც დაკარგონ.

3. პოლიტიკური არენიდან მათმა წასვლამ აჩვენა, რომ არანაირი ნიშა არ ჰქონიათ. მათი ნიშა იყო მხოლოდ პრეზიდენტი და მისი ოჯახის წარმომადგენლები.

4. პრეზიდენტი, ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრ ცრუ მოძრაობას აკეთებს. თვითონაც იტყუებს თავს და ცდილობს, მოატყუოს საზოგადოებაც, მაგრამ ვფიქრობ, მისი მატარებელი უკვე წავიდა და ცრუ მოძრაობები ძალიან ადვილად იშიფრება არა მხოლოდ ხალხის მიერ, არამედ იმ ოპოზიციური პარტიებისგანაც, რომლებიც ნამდვილ დემოკრატიულ პლატფორმაზე დგანან.

დავით ლოსაბერიძე, ექსპერტი:

1. "მოქალაქეთა კავშირის" აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდება, მაგრამ, თუ გადავხედავთ ლათინური ამერიკის მაგალითებს, დავინახავთ, რომ ვერც ერთი ძლიერი დიქტატორული და თუნდაც ავტორიტარული მმართველი ვერ ამბობს უარს თავის პარტიაზე, უარყოფის შემთხვევაში იგი, უბრალოდ, დაკარგავს ძალაუფლებას. ამიტომ, არ მგონია, პრეზიდენტმა და პოლიტიკურმა ელიტამ უარი თქვას "მოქალაქეთა კავშირზე".

2. ჩემი აზრით, ამ პროცესს არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს, უბრალოდ, იმ ხალხს, რომელიც პრეზიდენტის გვერდით დგას და კვლავ მასთან უნდა ყოფნა, ედუარდ შევარდნაძე ასე ხელაღებით ვერ გაუშვებს და არც გაუშვებს. არჩევნებმა პრეზიდენტსა და კანცელარიას რეალურად დაანახა, თუ როგორ არის მოსახლეობა მათ მიმართ განწყობილი. მე არ ვგულისხმობ რომელიმე პარტიის მხარდაჭერას. ნებისმიერი სამთავრობო ძალები, ეს იქნება ნაციონალური თუ ლეიბორისტული, პოპულარობით სარგებლობენ. ეს ფაქტია, რომლის დაუნახაობაც შეუძლებელია, მაგრამ მთავრობას, ეს ჯერჯერობით არ ესმის ან არ უნდა, გაიგოს.

სოზარ სუბელიანი, ექსპერტი:

1. ჩემი აზრით, "მოქალაქეთა კავშირის" აღდგენა არც მომხდარა და ვერც მოხდება. მისი რეანიმაცია ისევე შეუძლებელია, როგორც მკვდრის გაცოცხლება. მით უმეტეს, როდესაც სათავეში პოლიტიკურად მკვდარ პიროვნებას უყენებენ. აქ მე ავთანდილ ჯორბენაძეს ვგულისხმობ. ასე რომ, შეუძლებელია ერთი მკვდარი მეორეთი ჩაანაცვლო, ამით არაფერი გამოვა.

2. არჩევნებმა ცხადყო, რომ პრეზიდენტი საყრდენის გარეშე დარჩა. მართალია, ბევრი სთავაზობს საყრდენად საკუთარ თავს, მაგრამ ყველა მისაღები არ არის. ის აქტიური ნაწილიც, ანუ "ახალი მემარჯვენეები", პრეზიდენტისთვის ბოლომდე სანდო ვერ იქნება. ხელისუფლება სერიოზულ პოლიტიკას ატარებს და მოთხოვნებიც, შესაბამისი ექნება. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ. თუ ისინი რომელიმე პარტიაში დაიმკვიდრებენ თავს, შეძლებენ, პრეზიდენტის საყრდენ ძალადაც იქცნენ. ფაქტობრივად, ინტელიგენციის დიდი ნაწილი უკვე გადაუდგა შევარდნაძეს.

3. ამ პარტიას იდეური ნიშა არასოდეს ჰქონია, ყოველთვის გაუგებარი იყო, რა იდეოლოგიას ატარებდა "მოქკავშირი". ეს იყო მხოლოდ პრეზიდენტის დასაყრდენი ჯგუფი, სხვადასხვა ინტერესებითა და შეხედულებებით. წმინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით "მოქკავშირი" იყო სოცინტერნის წევრი და შესაბამისად აცხადებდა, რომ იყო მემარცხენე, რეალურად კი, მისი ბირთვი, ახალგაზრდა რეფორმატორები, მემარჯვენე პოლიტიკას ატარებდნენ.

4. ძალიან შორს ვარ აზრისგან, თითქოს, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და განსაზღვრული. ჩემი აზრით, აქ იყო რაღაცის მცდელობა, რაც თავადვე არ ჰქონდათ გააზრებული და ბოლომდე გათვლილი. ისინი დამარცხდნენ, თუმცა მაინც აქვთ რეანიმაციის იმედი, რაც წარმოუდგენელია. პრეზიდენტი და მისი უპირველესი დასაყრდენი ავთანდილ ჯორბენაძე წინასწარ გაუთვლელად სპონტანურად მოქმედებენ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი უიმედო მცდელობაა და სხვა არაფერი.

კობა დავითაშვილი, პოლიტიკოსი:

1. ეს მცდელობა კრახით დასრულდება, ისინი ვერ შეძლებენ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. "მოქალაქეთა კავშირის" აღდგენა შეუძლებლად მიმაჩნია.

2. არჩევნებში წარმატებულმა პარტიებმა პრეზიდენტს დაანახეს, რომ მისი პარტია არსებობას ვეღარ შეძლებს. არჩევნები ამის მისახვედრად ძალიან კარგი მაგალითი აღმოჩნდა.

3. "მოქკავშირს" არ ჰქონდა იდეოლოგიური ნიშა და, შესაბამისად, ვერც მის გარეშე დარჩებოდა სიცარიელე. ამ პარტიას არანაირი იდეა და აზრი არ გააჩნდა და ასეც დაასრულა არსებობა.

4. პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო ძალიან წარუმატებელი მანევრი. ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებ.

ზურაბ ცქიტიშვილი, პოლიტიკოსი:

1. მისი პოლიტიკური და სამედიცინო მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ერთმანეთს ემთხვევა. ხელისუფლებას სჭირდება დასაყრდენი ძალა და მხოლოდ ამისთვის იბრძვის.

3. რა თქმა უნდა, "მოქკავშირის" გამოთიშვამ მისი ნიშა ცარიელი დატოვა. ვფიქრობ, სხვა პოლიტიკური ძალები ამას გამოიყენებენ თავიანთი იდეოლოგიის წარმოსაჩენად და ეცდებიან, მათი ადგილი დაიკავონ. ჩემი აზრით, უკვე საკმაოდ სერიოზული განაცხადი გააკეთა ზურაბ ჟვანიას გუნდმა. "დამოუკიდებლობისა და სიცოცხლის" სიმბოლო, რომელსაც მათ იდეოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს.

4. მიჭირს, შევაფასო პრეზიდენტის განზრახვა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ცრუ მანევრი. ეს უნდა აღვიქვათ მხოლოდ სახელისუფლო ძალაუფლების გასაძლიერებელ მოქმედებად. თუ რაიმე სატყუარა არსებობს ამაში, ეს ჯერ არ ვიცი. შემდგომში კი პოლიტიკური ვითარება გვიჩვენებს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

მოამზადა ნინო ცხადაძემ



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი