მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
სტუდენტური ფილმებისა და სპექტაკლების ფესტივალ "დებიუტის" - დებიუტი

18 დეკემბერს ცისფერ გალერეაში გაიმართა სტუდენტური ფილმებისა და სპექტაკლების ფესტივალ "დებიუტის" დასკვნითი ეტაპი, ანუ გამარჯვებულთა გამოვლენისა და პრიზების გადაცემის ცერემონიალი.

ფესტივალი 9 დეკემბერს გაიხსნა. მისი ორგანიზატორი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სტუდკავშირი იყო. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტთა ნამუშევრები: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის, თსუს, ტექნიკური უნივერსიტეტის, ტელე-რადიო ინსტიტუტის და სხვადასხვა სახელოსნოების სტუდენტთა ნამუშევრები.

ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს ორი ჟიური აფასებდა: კინოჩვენებებისა და სპექტაკლების შემფასებელი ჟიურები. სპექტაკლებისა და ფილმების ჩვენებები ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჩვენ გავესაუბრეთ კინოჩვენებების ჟიურის თავმჯდომარეს, გიორგი ნავროზაშვილს. კითხვაზე: რა პრინციპით მუშაობს ჟიური, როგორია ნამუშევართა შეფასების კრიტერიუმი, ბატონმა გიორგიმ გვიპასუხა: "მთავარია გემოვნება, ნაწარმოების ხედვა, როგორ გრძნობს სტუდენტი მთლიანობას და როგორ ქმნის იგი მხატვრულ სახეს".

ფესტივალზე დაწესებული იყო პრიზები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის, იდეის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის, ორიგინალური გადაწყვეტისათვის, სტილისტური გადაწყვეტისათვის, საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის, საუკეთესო სტენოგრაფიისა და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის.

პრიზებს გადასცემდნენ: გიგა ლორთქიფანიძე, მურმან ჯინორია, ნანა ჯანელიძე და ჟიურის სხვა წევრები.

ფესტივალის გრან-პრი მიენიჭა სპექტაკლს: "ვინ არის დამნაშავე", რომლის დამდგმელი რეჟისორია სოსო ნემსაძე.

საუკეთესო კინოფილმად აღიარეს რუსუდან ჭყონიას ნამუშევარი - "მათ სახელი არ გააჩნიათ - ბედიანი". ფილმი ჩვენი სინამდვილის მწარე რეალობას ასახავს. იგი მოგვითხრობს ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი, გამათხოვრებული ბავშვების შესახებ.

"მათ სახელი არ გააჩნიათ - ბედიანი" - რუსუდან ჭყონიას სადიპლომო ნამუშევარია. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ფილმს მიღებული აქვს ვერცხლის მედალი ლუქსემბურგში და გრან-პრი - ჩეხეთში.

ფესტივალის დასასრულს ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, გიგა ლორთქიფანიძემ, მიულოცა გამარჯვებულ სტუდენტებს წარმატება და აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ასეთი ღონისძიებების ყოველწლიურად ჩატარებას.

ავტორი: ნატო ნასყიდაშვილი


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი