24 საათი
2006-07-27
გამოძიება გადასახადების თავის არიდების მუხლით
ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა შპს "ინტერენერგოს" წინააღმდეგ გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.
გამოძიების მასალებით, ფირმამ ყაზახეთში ბუნებრივი აირის დაზგა-დანადგარების იმპორტი განახორციელა. დანადგარების შედეგად მიღებული შემოსავლიდან შპს "ინტერენერგომ" მოგების გადასახადი დაუმალა სახელმწიფო ბიუჯეტს. ფირმას საბუღალტრო დოკუმენტაციას კომპლექსური რევიზია უკვე ჩაუტარდა. ფირმას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 240 548 ლარის გადახდა დაეკისრა.
გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით დაიწყო - "გადასახადისთვის თავის არიდება". ჯი-ეიჩ-ენი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები