1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კოლონია

  1. ეს ლათინური ტერმინი თავდაპირველად აღნიშნავდა რომის იმპერიიდან გამოსულთა მიერ დაარსებულ იმპერიის გარეთა დასახლებას. განსახლების ამგვარი პრაქტიკა რომაელთა მოგონილი არ არის. რომაელებამდე მსგავს დასახელებებს ბერძნული ქალაქ–სახელმწიფოები ქმნიდნენ, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ბერძნულ და რომაულ კ–ებს შორის, რასაც პირველად ადამ სმიტმა მიაქცია ყუადღება. ბერძნული ქალაქ–სახელმწიფოს კ. პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყო, მაშინ როდესაც რომაულ კ–ებზე რომის იურისდიქცია და, შესაბამისად, რომის სამართალი ვრცელდებოდა. ევროპელებმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში კ–ების დაარსება კულტივაციისათვის ვარგისი მიწების ძიების (იტალიელებმა) ან საქონლის გასაღების ახალი ბაზრების, ისევე როგორც, იაფი ნედლეულის წყაროების მოპოვების (ბრიტანელებმა, პორტუგალიელებმა და ჰოლანდიელებმა) სურვილით დაიწყეს. კ–ების დაარსების სხვა წყაროები იყო ქრისტიანული პროზელიტიზმი და სამხედრო ავანტიურიზმი. სწორედ ამგვარი მოტივები ედო საფუძვლად, მაგ., ესპანეთის კოლონიალურ იმპერიას სამხრეთ ამერიკაში, რომელიც შეიქმნა „ოქროს, ღმერთისა და დიდებისათვის“.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. colony, settlement
    Pol. kolonia
    G. kolonie
    L. Colonia დასახლება
    სხვა ქვეყნის მიერ დაპყრობილი, ექსპლუატირებული ქვეყანა (ქვეყანა, რომელსაც დაკარგული აქვს სახელმწიფო დამოუკიდებლობა).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9