„წიგნიერის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან
 30/05/2024

5 ივნისს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (ლ. გუდიაშვილის ქ. 7) ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კონკურს „წიგნიერის" გამარჯვებულთა და საუკეთესო მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კონკურსის გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის, ისე სხვადასხვა გამომცემლობების მიერ გამოცემული უახლესი ლიტერატურა და სხვა ფასიანი საჩუქრები.