საერთაშორისო საბიბლიოთეკო საზოგადოების მანიფესტი ევროპარლამენტისადმი
 04/06/2024

საერთაშორისო საბიბლიოთეკო საზოგადოებამ და ევროკავშირის საბიბლიოთეკო გაერთიანებების წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, მოამზადეს მანიფესტი,რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ, ბიბლიოთეკებისა და საბიბლიოთეკო პროფესიების წარმომადგენლების მხარდაჭერას ითვალისწინებს.  ევროპის წამყვანმა საბიბლიოთეკო ორგანიზაციებმა და ასოციაციებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი საბიბლიოთეკო მანიფესტი, რითაც მოუწოდეს ევროპარლამენტის საარჩევნო კანდიდატებს, ხელი შეუწყონ ბიბლიოთეკებს მეტად ძლიერი, სამართლიანი და მდგრადი ევროპის მშენებლობაში.  მანიფესტი მოიცავს საბიბლიოთეკო განვითარების 5 მიმართულებას მდგრადი ევროპული მომავლისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის. კერძოდ: 

 

 

1. ბიბლიოთეკები თანაბარი ხელმისაწვდომობის გარანტია და მათი გაძლიერება ხელს უწყობს კულტურისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, როგორც ადამიანის უფლებას 

 2. ბიბლიოთეკები ცოცხალი და ქმედითი დემოკრატიის საფუძველს ქმნიან, მათი, როგორც სამოქალაქო განათლების ცენტრების გაძლიერება მნიშვნელოვანია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის 

 3. ბიბლიოთეკები ხელს უწყობენ საზოგადოების ყველა წევრის ინტეგრაციას, პროფესიულ განვითარებას და სრულფასოვან მოქალაქეობას.  ბიბლიოთეკები ინოვაციების წყაროა და მათ მიერ ცოდნის ღია ხელმისაწვდომობა, "ღია მეცნიერება" მნიშვენლოვნად ეხმარება ინოვაციების გნავითარებას. 

4. ბიბლიოთეკები იცავენ ყველა ქვეყნის ისტორიასა და კულტურულ მეხსიერებას. ბიბლიოთეკები ევროპის მეხსიერებას იცავენ და მათი მიერ კულტურული მეხსიერების შენახვის, დაცვისა და გაზიარების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია წარსულის გამოცდილებაზე დამყარებული, მდგრადი მომავლის შექმნისთვის 

5. ბიბლიოთეკები ხელს უწყობენ საერთაშორისო განვითარებასა და თანამშრომლობას. ევროპის ქვეყნებსი მოქმედი ბიბლიოთეკები ითვალისწინებს არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საზოგადოების განათლებასა და თანამშრომლობას. რაც უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს წინაპირობა და ქვეყნებს შორის მეგობრობის ხელშემწყობი ფაქტორია. 

ევროკავშირის საპარლამენტო საბიბლიოთეკო მანიფესტის ავტორები არიან: 

 საჯარო ბიბლიოთეკები*2030, საბიბლიოთეკო ასოციაციებისა და ინსტიტუტების საერთაშორისო ფედერაცია, ბიბლიოთეკის, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ევროპის ბიურო, ევროპის სამეცნიერო ბიბლიოთეკების ასოციაცია, ევროპის საჯარო ბიბლიოთეკების ეროვნული წარმომადგენლობის  ფორუმი. 

მანიფესტი საერთაშორისო საბიბლიოთეკო შეთანხმების პირველი ეტაპია, მეორე ეტაპი ევროპარლამენტის არჩევენების შემდეგ დაიწყება, როცა მომდევნო საქმიანობა დაიგეგმება და გამოქვეყნდება. 

მანიფესტის ტექსტი ქართულ ენაზე: