მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან მემორანდუმი გაფორმდა
 14/05/2024

14 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„განათლების სისტემასთან - სკოლებთან, პედაგოგებთან, ახალგაზრდებთან და მათ აღზრდასთან დაკავშირებულ ინსტიტუციებთან მუდმივად ვთანამშრომლობთ. ახლა ეს თანამშრომლობა სხვა ეტაპზე გადადის და ის მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიას, არამედ ქართულ დიასპორასაც", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

„ჩვენმა ცენტრმა თავის თავზე აიღო მსოფლიოს 73 ქვეყანაში არსებულ ქართულ სათვისტომოზე ზრუნვა. 2000-ზე მეტმა ბავშვმა გამოთქვა ქართული ენის შესწავლის სურვილი. ჩვენ სხვადასხვა საგნების შესწავლაში ვეხმარებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებსაც. ამ პროცესში ბევრი ორგანიზაციაა ჩართული და მათ შორისაა ეროვნული ბიბლიოთეკა", - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.