ეროვნულ ბიბლიოთეკას კოლაუ ნადირაძის ხელნაწერი გადაეცა
 31/05/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერთა ფონდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა - ბექა ზარანდიამ ამ ფონდს კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსის - „25 თებერვალი"-  ხელნაწერი გადასცა საჩუქრად.

1921 წლის 25 თებერვლისადმი მიძღვნილი ყველასთვის ცნობილი პოეტური შედევრის ხელნაწერი თავად კოლაუ ნადირაძის მიერ არის შესრულებული 1969 წელს.  

ხელნაწერი, შესწავლის, დამუშავებისა და რესტავრირების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერთა ფონდში შეინახება.

ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ბექა ზარანდიას საჩუქრისთვის.