ეროვნული ბიბლიოთეკა პოლონეთის საბიბლიოთეკო კონფერენციაზე
 03/06/2024

29 მაისს, პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის კონსერვაციისა და გრძელვადიანი დაცვის ცენტრის ხელშეწყობით, გაიმართა ევროპის ბიბლიოთეკების კონფერენცია თემაზე: "ციფრული ბიბლიოთეკები- საცავები დღეს და ყოველთვის".

კონფერენციაში  მონაწილეობდა ევროპის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, ნორვეგიიდან, ლიტვიდან, რომლებმაც ციფრული ბიბლიოთეკების განვითარებაში არსებული გამოცდილება და დღევანდელი შედეგები წარმოადგინეს.
კონფერენციის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და კამპანია ციფრული ბიბლიოთეკების ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, მაია სიმონიშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ციფრული ბიბლიოთეკის შექმნის ისტორიასა და მეთოდოლოგიაზე, აგრეთვე, მიმდინარე პროექტებზე.


კონფერენციის მონაწილეების დისკუსია ეხებოდა ციფრული ბიბლიოთეკების განვითარების შესაძლებლობებს, ხელოვნური ინტელექტის საბიბლიოთეკო პროგრამებისთვის ათვისებასა და უახლესი მეთოდოლოგიით პროფესიული განვითარების საკითხებს.

პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მხრიდან, კონფერენციას უძღვებოდა დარიუს პარადოვსკი, ამავე ბიბლიოთეკის ციფრული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,პოლონეთის ციფრული გრძელვადიანი პრეზერვაციისა და კონსერვაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პოლონურ ენაზე ციფრული ტექნტოლოგიების შესახებ პირველი სახელმძღვანელოების ავტორი.