ეროვნული გმირის ორდენი - საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. ეროვნული გმირის წოდება დაწესებიდან (2004 წელი) დღემდე მიენიჭა 24 პირს.