რადიობიბლიოთეკის შემაჯამებელი პრეზენტაცია
 14/06/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი პლატფორმის - რადიობიბლიოთეკის რამდენიმეთვიანი მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.

„რადიობიბლიოთეკაზე ფიქრობენ და მუშაობენ ადამიანები, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს ეხმიანებიან. ამ პროექტის განხორციელება საჭიროა იმისთვის, რომ გაბნეული მასალა ერთად მოგროვდეს და სისტემატიზებულად მიეწოდოს მომხმარებელს. ისტორია ბევრი კუთხით შეიძლება წარმოვადგინოთ, ბევრ რამეს ვავსებთ ამგვარი პროექტებით. მადლობა პროექტის მონაწილეებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოსთვის", - აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

„რადიობიბლიოთეკა არის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო და შემეცნებითი პლატფორმა, რომელიც ახლა იკრებს ძალებს და ვფიქრობთ, საზოგადოებას დავაინტერესებთ. რადიობიბლიოთეკა პოპულარიზებას უწევს ეროვნული ბიბლიოთეკის ხმოვან საგანძურს, ასევე მუშაობს სხვა მიმართულებებითაც, ვიღებთ რჩევებსა და წინადადებებსაც", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

პრეზენტაცია წარმოადგინა რადიობიბლიოთეკის კოორდინატორმა გიორგი ჩუბინიძემ, რადიობიბლიოთეკის პროექტებზე ისაუბრა ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, რამდენიმე რუბრიკის ავტორმა ნინო გედენიძემ.

ღონისძიებას დაესწრნენ მანანა ბეგიაშვილის შემოქმედებითი სახელოსნოს მოსწავლეები, რომლებიც ამ პლატფორმაზე თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ.