კონსტანტინე გამსახურდიას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
 15/05/2024

2024 წლის 15 მაისს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 133 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში დიდი მწერლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და გამოფენა გაიმართა.

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე, მის პიროვნულ თვისებებზე, მისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე ისაუბრეს სოსო სიგუამ, რაულ ჩილაჩავამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ემზარ ჯგერენაიამ, კონსტანტინე გამსახურდიამ და სხვებმა.  

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მწერლის ნაწარმოებების იშვიათი გამოცემები, ავტოგრაფიანი წიგნები, პირადი ნივთები, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელუხლებელ ფონდში ინახება.