ქართველურ ენათა ანდაზების ლინგვისტური კვლევის საკითხები = Issues in Linguistic Research of the Proverbs of Kartvelian Langusages : [კრებული]
 10/05/2023

ქართულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი კრებული წარმოადგენს ქართველურ ენათა ანდაზებში ლინგვისტური კვლევის პრობლემური საკითხების წარმოჩენისა და კომპლექსურად გააზრების ცდას. ქართული, მეგრული ლაზური და სვანური ანდაზების ენობრივი ანალიზი არაერთ საყურადღებო საკითხს წამოსწევს როგორც საკუთრივ ქართველოლოგიური, ისე ზოგადტიპოლოგიური თვალსაზრისით. ნაშრომში განხილული თეორიული და პრაქტიკული საკითხები განკუთვნილია ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და ზოგადად ქართველი ხალხის ისტორიით, ყოფა-ცხოვრებითა და ეროვნულ-სპეციფიკური ნიშნებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.