წინამდებარე გამოცემაში შესულია აკადენიკოს როინ მეტრეველის მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ისტორიული ნარკვევები. ესაა უშუალოდ ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული, საზოგადოებრივი აზრის ისტორიის ამსახველი მასალა. საისტორიო ნარკვევების მე-2 ტომში შესულია საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორია; საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები; წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია და აქტუალური პრობლემები.