დღიური. წერილები
 28/06/2024

2012 წელს ლიტერატურის მუზეუმს თათული ღვინიაშვილმა გადასცა მწერალ ანა ღვინიაშვილის არქივი. სადაც აღმოჩნდა მარო მაყაშვილის ჩანაწერების ახალი, დღემდე დაკარგულად მიჩნეული, რვეული. მარო მაყაშვილის დღიურები გადმოგვცემს საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდს. საინტერესოა ახალგაზრდა ადამიანის მოვლენების ხედვა, ზოგჯერ რადიკალური შეფასებები, ყოველდღიური ცხოვრების მომენტები, ოცნებები და იმედები, რომლებსაც ახდენა არ ეწერათ. წინამდებარე გამოცემა მკითხველს სთავაზობს მარო მაყაშვილის დღიურს სრული სახით, ავტორის დამახასიათებელი სტილისა და ორთოგრაფიის დაცვით.