ილია ჭავჭავაძე - წიწამური : [მონოგრაფია]
 28/06/2024

აკაკი ბაქრაძე აქტიურად იყო ჩართული როგორც გასული საუკუნის ანტისაბჭოთა საზოგადოებრივ მოძრაობაში, ისე დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში. იგი ნერგავდა პიროვნების პატივისცემის, სინდისისა და არჩევანის თავისუფლების პრინციპებს. მის ნამუშევრებს შორის მონოგრაფიას „ილია ჭავჭავაძე - წიწამური" სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საბჭოთა პერიოდში პირველად ამ წიგნის ფურცლებზე დაისვა კითხვა ილიას ნამდვილი მკვლელებისა და მათი მოტივაციების შესახებ. წიგნი თავს უყრის ქართული ყოფის თითქმის ყველა საჭირბოროტო საკითხს და აჩვენებს, თუ რატომ „გადაწყდა საქართველოს ბედისწერა" ამ უდიდესი ისტორიული დანაშაულით.