ბავშვის ემოციების ფსიქოლოგია : (თეორიული და პრაქტიკული სახელმძღვანელო)
 14/06/2024

ბავშვის ემოციების ფსიქოლოგია ქართულ ენაზე მომზადებული პირველი ორიგინალური სახელმძღვანელოა, რომელშიც კომპლექსურადაა განხილული ბავშვთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამოვლენათა ფორმები და სახეები, მათი გამომწვევი მიზეზები; გუნება-განწყობილების ცვლილებები, კერძოდ ფობიების, შფოთვის, დეპრესიის, სტრესისგამოვლენის საფუძვლები. მოცემულია დიაგნოსტირების, ფსიქო-კორექციული მეთოდებისა და საშუალებების დახასიათება; ასევე, მოტანილია ბავშვთა სტრესისა და კონფლიქტებისადმი მიდრეკილების ადრეულ პერიოდში გამოსავლენი მეთოდიკა, ბავშვთა ემოციური გარემოს განმავითარებელი თამაში-სავარჯიშოები, ეტიუდები, ტესტები.