პაოლო იაშვილი : ცხოვრების და შემოქმედების წიგნი : [კრებული]
 11/06/2024

კრებული ეპოქის სურათებთან ერთად, ერთდროულად გამოხატავს: პოეტის ყოფიერების არტისტიზმს და დრამატიზმს; მის შინაგან ძალასაც და საკუთარ დროებაში დაუცველობას. შეძლებისდაგვარად მოთხრობილია ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რის გამოც „ცისფერყანწელთა" გაცხადებული იდეალი: „პოეტმა უნდა გააზღაპროს თავისი ავტობიოგრაფია" საბედისწეროდ განუხორციელებელი დარჩა. წიგნი წარმოადგენს პაოლო იაშვილის შემოქმედების რჩეულს, თანამედროვეთა მოგონებებს, სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცულ იშვიათ დოკუმენტებს, კომენტარებით. კრებულს ახლავს მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის ლიტერატურული პროცესების და შემოქმედებითი გარემოს მიმოხილვა, სათაურით „მოდერნისტული ტფილისი". ზოგიერთი მასალა ქვეყნდება პირველად და რეპრესიების შემდგომ გადარჩენილ მემკვიდრეობას და ბიოგრაფიის დაკარგულ ფურცლებს ნაწილობრივ ავსებს.