XIX-XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან - ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) : ცხოვრება და მოღვაწეობა
 11/06/2024

ნაშრომში საარქივო დოკუმენტებისა და სამეცნიერო ლიტერატურის, პერიოდული გამოცემების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაშუქებულია მნიშვნელოვანი ეპიზოდები XIX-XX საუკუნეების საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიიდან, ასევე ალექსი გიორგაძის (შემდგომში მიტროპოლიტი ანტონი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპი. წიგნი არის სადოქტორო დისერტაციის ერთგვარი გაგრძელება, მასში გამოყენებული საარქივო და პერიოდიკის მასალების სრული უმრავლესობა პირველად ქვეყნდება და შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში. ასევე ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება ეპისკოპოს ანტონის ნაშრომი, „ფშავ-თუშეთ-ხევსურეთის რელიგიურ- ეთნოგრაფიული ნარკვევი". წიგნი საინტერესოა საქართველოს ეკლესიის ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.