კახეთის მევენახეობა-მეღვინეობა
 11/06/2024

ნაშრომი ვრცლად მიმოიხილავს საქართველოსა და მისი მევენახეობა-მეღვინეობის უმთავრესი რეგიონის - კახეთის მრავალათასწლოვან ისტორიას, ფართოდ აშუქებს მის გეოარეალს, რელიეფს, გეოლოგიურ და ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს, დარგების თანამედროვე დონეს, სახავს სამომავლო პერსპექტივებს. წარმოდგენილია 101 დასახელების კახური აბორიგენული ვაზის ჯიში: 86 - სრული ამპელოგრაფიული აღწერით, - 15 მოუძიებელი ჯიში კი მხოლოდ ფერით, სახელწოდებითა და წარმომავლობით. დიდი ადგილი ეთმობა კახეთის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს და მათი წარმოების სპეციფიკაციას. კახეთთან ერთად მკითხველი პირველად გაეცნობა ისტორიული ჰერეთის ტრადიციულ მევენახეობა-მეღვინეობას, მის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა კრებით ნუსხას (27 ჯიში), მათ მოვლა-პატრონობის ადგილობრივ წესებს, ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიებს, ეთნოტრადიციებსა და, ასევე, მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივ ლექსიკას (180ლექსიკური ერთეული).