საქართველო : ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია : [3 ტომად]. ტომი 1
 07/06/2024

წინამდებარე სამტომეული კარგი საჩუქარი იქნება ქართული კულტურისა და, კერძოდ, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარულთათვის. მასში წარმოჩენილია წინარექრისტიანული და ქრისტიანული ქართული კულტურა, ქართული მუსიკალური ფოლკლორი და ხალხური შემოქმედების სხვა ტრადიციული დარგები. პირველი ტომი, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და თარიღების მიმოხილვის შემდეგ წინარექრისტიანულ და ქრისტიანულ ქართულ კულტურას, საეკლესიო არქიტექტურას, მხატვრობას, ხატწერასა და მუსიკას წარმოგვიდგენს. მეორე ტომში მკითხველი ქართულ მუსიკალურ ფოლკლორთან ერთად ხალხურ არქიტექტურას, ქვითხუროობას, მეთუნეობას, მენაბდეობასა და ხალხური შემოქმედებისა და მეურნეობის სხვა ტრადიციულ დარგებს გაეცნობა. მესამე ტომი კი გამოცემის თანმხლები ხალხური სიმღერების, საეკლესიო საგალობლებისა და ხალხური ცეკვების ამსახველი 2491 უნიკალური აუდიო და ვიდეოჩანაწერის კატალოგია.