ვეფხისტყაოსანი ყველასთვის : ეპოქა, ბიოგრაფია, ტესტები, აფორიზმები, პროექტი
 07/06/2024

ეს წიგნი არის მათთვის, ვისაც უნდა „ვეფხისტყაოსანი" ისწავლოს ან ასწავლოს. ავტორები შეეცადნენ, სკოლის ასაკის ბავშვებისთვის მარტივად მიეწოდებინათ წიგნის ფაბულა, რათა შემდგომში ორიგინალითაც დაინტერესდნენ. ფაბულასთან ერთად მოცემულია თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ცხოვრების, ეპოქის მიმოხილვა, ტესტები შეფასების ცხრილით, სტროფებს დართული აქვს განმარტებითი ლექსიკონი, ტექსტის საფუძვლიანად გააზრებისთვის მოცემულია სქემები, ჩასახატი და ჩასაწერი ფორმატები, ცალკეა გამოყოფილი აფორიზმები და არე განმარტებისთვის, წიგნის ბოლოს კი დართულია შემეცნებითი პროექტი სკოლებისთვის. საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ „ვეფხისტყაოსნის" სამყაროში!