ილია და საზოგადოება : [წერილები]
 04/06/2024

ილია ბეროშვილის პუბლიცისტიკის რჩეული ნაწილია წერილები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ილია ჭავჭავაძის ღვაწლისა და კონცეფციის ასე ცხადად და თვალნათლივ გააზრება და სამზეოზე გამოტანა სულიერი საგრობის შეუდარებელი მაგალითია. XX საუკუნის წითელ საქართველოში ილია ჭავჭავაძის სულიერი თანამოსაგრეა ილო ბეროშვილი. „ყვარლის მთების" სიდიადისა და შეუდრეკელობის განცდა აახლოებდა მწერალ ილო ბეროშვილს დიდ მოაზროვნესთან, ილია ჭავჭავაძესთან, რომელმაც თავად შექმნა ეპოქა ღირებულებების ეპოქათა მიჯნაზე. საბჭოთა სინამდვილეში ილიას ნაღვაწის გააზრება და სამზეოზე გამოტანა უკვე უდრიდა ილიას თანაზიარობას არა მარტო შემოქმედებაში, არამედ ცხოვრებისეული ბედისწერითაც. წარმოუდგენელია ესოდენ სიღრმისეული ანალიზი ილიას ნააზრევისა, განკაცების 10 მცნებისა, ერისა და ერისკაცის დანიშნულების შესახებ მხოლოდ რაიონული გაზეთის ფურცლებზე შეიძლებოდა დარჩენილიყო. პოეტი ილია ბეროშვილი ნაცნობია საზოგადოებისთვის ადრევე გამოცემული კრებულებით, მაგრამ პუბლიცისტი ილია ბეროშვილი და კერძოდ, ილია ჭავჭავაძის ნაღვაწის უბადლო შემფასებელი ამ კრებულით მონუმენტურად წარსდგება ქართველი მკითხველის წინაშე.