ქართველები და კაბადოკიელები ბიზანტიის საეკლესიო და სამხედრო ასპარეზზე : [მონოგრაფია]
 04/06/2024

ბიზანტიის იმპერიის საეკლესიო და სამხედრო ასპარეზზე დაწინაურებული ქართველი და კაბადოკიელი მოღვაწეები მონოგრაფიაში ერთად რომაა წარმოდგენილი შემთხვევითი არაა. მას შემდეგ რაც, ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის ბრძანებით ამოკვეთილ ბეჰისთუნის წარწერაში „კაბადოკიად" (ლამაზი ცხენების ქვეყნად) იწოდა, სიტყვამ -„კაბადოკია" ეთნიკური შინაარსი შეიძინა. იმ დროიდან კაბადოკიელებად იწოდნენ მდ. ჰალისის აღმოსავლეთით, მდ. ევფრატის სათავეებამდე მდებარე ვრცელ ტერიტორიაზე განსახლებული მუშქ/მესხები და შავი ზღვის სამხრეთით დღემდე მცხოვრები ლაზ-ჭანები. ადრექრისტიანულ ხანაში კაბადოკიელებთან ერთად ისტორიული საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართველურ სამყაროს ქმნიდნენ ძველი კარდუხთა ქვეყნისა და ჩრდილო შუამდინარეთის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრები ქართველები. ანტიკური და ბიზანტიური ხანის ავტორთა ცნობებზე დაყრდნობით არაერთმა უცხოელმა და ქართველმა მკვლევარმა მიუთითა კაბადოკიელთა ქართველურ წარმომავლობაზე. მონოგრაფიაში სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად დასახელებული მხარეებიდან გამოსული და ბიზანტიის იმპერიის საეკლესიო და სამხედრო ასპარეზზე დაწინაურებულ მოღვაწეებზეა საუბარი. ასეთი გამოკვლევა ქართულ სინამდვილეში პირველად შეიქმნა.