ომარ ხაიამი : მათემატიკოსი, ასტრონომი, ფილოსოფოსი და პოეტი
 30/05/2024

წინამდებარე ნაშრომი, რომელიც ავტორის მრავალწლიანი დაუღალავი შრომის ნაყოფია, ქართველ მკითხველს პირველად წარმოუდგენს ქართულ ენაზე XI-XII საუკუნის დიდი სპარსი მოღვაწის, ომარ ხაიამის ერთდროულად როგორც მათტემატიკოსის, ასტრონომის, ფილოსოფოსის და პოეტის შედარებით სრულყოფილ სახეს. იგი მომზადებულია ამ გენიალური მოაზროვნის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ენაზე არსებულ მეცნიერულ გამოკვლევებს, ბიოგრაფიულ მონათხრობებს, მოგონებებსა და შეხედულებებზე დაყრდნობით და ერთ-ერთი პირველი ცდაა ამ შეხედულებების სრულყოფილად თარგმნისა და შემოქმედებითად გამოყენება-წარმოჩენისა.