The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ლევან მუჯირი

ლევან მუჯირი
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 2022  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მეწარმე

ბიოგრაფია

ლევან ალექსანდრეს ძე   მუჯირი (1940-2022, თბილისი,

საქართველო)— ქართველი მეღვინე-ტექნოლოგი; სამეცნიერო  

მოღვაწე. საქართველოს    სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

აკადემიის წევრი და ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის

აკადემიკოსი.

ბიოგრაფია

ლევან ალექსანდრეს ძე მუჯირი დაიბადა 1940 წლის 2 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, მეღვინეობის ფაკულტეტზე.  ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ლევანმა ყურადღება მიიქცია როგორც ნიჭიერმა, შემოქმედებითი უნარისა და შრომისმოყვარე სტუდენტმა. მან ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ჩამოაყალიბა ჯაზ-ორკესტრი, რომელსაც წარმატებით ხელმძღვანელობდა მრავალი წლის განმავლობაში.

ინსტიტუტის დამთავერების შემდეგ ლევან მუჯირმა სწავლა გააგრძელა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ასპირანტად. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ,,კონიაკების მეფედ’’ წოდებული, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბიოქიმიის განყოფილების გამგე, ანდრო ლაშხი. ლევან მუჯირმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,ალკალოიდების გავლენა ღვინის ხარისხობრივ მაჩვენებელზე’’.(1)

1977წლის 19 ივნისს ლევან მუჯირმა იმავე კვლევით ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ,,ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების’’ ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 5 ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკისგან შედგებოდა. ისინი მუშაობდნენ ხილისა და ყურძნის გადამუშავების მეორად პროდუქტებზე. მუდმივი სიახლეების ძიებაში მყოფი ჯგუფი, ლევან მუჯირის ხელმძღვანელობით 1980 წლიდან გაფართოვდა და დაერქვა ,,ტექნიკური ბიოქიმიისა და მიკრობიოლოგიის’’ლაბორატორია. სადაც 30ზე მეტი მეცნიერ-მუშაკი ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. არსებულ ლაბორატორიაში შემუშავდა მრავალი სამეცნიერო ნაშრომი (4). ლევან მუჯირი იყო გულისხმიერი აღმზრდელი. იგი სამეცნიერო ძიებისთვის მაქსიმალურად განაწყობდა და აძლევდა შემოქმედებით მუხტს მის გვერდით მომუშავე ყველა მკვლევარს. ინტენსიურად იყო ჩართული ყველა კვლევით პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა მის განყოფილებაში, ლაბორატორიაში. პროფესიული ცოდნის გამდიდრება და თავდაუზოგავი შრომა იყო ლევან მუჯირის ცხოვრების მთავარი პრინციპი და ამასვე მოითხოვდა სტუდენტების, ასპირანტებისა და კოლეგებისგან.

მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში ლევან მუჯირმა, თავის შექმნილ ლაბორატორიაში ჩამოაყალიბა ,,მეცნიერთა სკოლა’’, სადაც მრავალი ახალგაზრდა აზიარა მეცნიერებას.  მისი გაზრდილები დღესაც ეწევიან სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1991 წელს ლევან მუჯირის ხელმძღვანელობით მებაღეობა, მევენახიობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა მიკრო წარმოება, რომელიც აწარმოებდა კონიაკ ,,მეტეხს’’, რამდენიმე დასახელების მწარე ნაყენს, მაგარ ალკოჰოლიან სასმელს ,,ოქროს საწმისს’’ და სხვა. (2)

ლევან მუჯირის ხელმძღვანელობით ჩატარებული მრავალი კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები პატენტდებოდა შვეიცარიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნორვეგია, გერმანია,  ინგლისი და ა.შ.

ლევან  მუჯირის ხელმძღვანელობით დაცულია 50-ზე მეტი საკანდიდატო და რამდენიმე ერთეული სადოქტორო დისერტაცია*. იგი სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ  ამიერკავკასიის,  რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკების ახალგაზრდა მეცნიერებს.

ჩატარებული სამეცნიერო კვლევების საფუძველზე მიღებული იქნა მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში, გამოქვეყნებული იქნა მთელი რიგი სტატიები სხვადასხვა აღიარებულ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც.

ლევან მუჯირს, სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები, 35-მდე პატენტი (საავტორო მოწმობა), გამოქვეყნებულია 300-ზე მეტი ნაშრომი(3).

ლევან მუჯირი იყო მრავალმხრივ ერუდირებული, საუკეთესო ხელმძღვანელი და აღმზრდელი. მისი ამაგი შეუფასებელია, ხსოვნა კი დაუვიწყარი.

 

წყაროები:

 

1.http://www.nplg.gov.ge/ec/en/dis/browse.html?pft=biblio&from=32606 

 Гарман и гарманин в виноградных продуктах : Автореф... канд. техн. наук / Муджири Л.А. ; Груз. с.-х. ин-т. - Тбилиси, 1975. - 30с. : ил.. - Список работ авт.: с. 30 (5 назв.)[MFN: 32606] 

2. https://www.sakpatenti.gov.ge/media/publication_pdf/111.pdf 

,,OFFICIAL BULLETIN OF THE INDUSTRIANL ORIOERTY - National intellectual property center of georgia sakpatenti. Tbilisi 2011.

3. https://gen.techinformi.ge/wiw0.html 

4. https://rusneb.ru/catalog/000199_000009_007027315/