The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თეა ხოსიტაშვილი (სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორი, მეღვინე, ქიმიკოსი)

თეა ხოსიტაშვილი
ოფიციალური სახელი:თეა ხოსტაშვილი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1987  (36 წლის)
კატეგორია:მეწარმე, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

მე გახლავართ სასურსათო ტექნოლოგიების აკადემიური დოქტორი, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგი და ქიმიკოსი. მე მაქვს აღნიშნულ სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი თუ პრაქტიკული გამოცდილება, კარგად ვფლობ აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონმდებლობის ნორმებს, ეტიკეტირების წესისა და სხვა სახის დოკუმენტრაციას. 

ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში მუშაობამ მომცა საკმაოდ დიდი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. ვფიქრობ "ქარხანაში" მუშაობა, სტრესული გარემოში ადაპტირება და მზა პროდუქტის წარმოების საქმეში უშუალო მონაწილეობა უდიდესი გამოცდილების მომცემია. ვფიქრობ, რომ როცა გაქვს საწარმოში (ღვინისა თუ უალკოჰოლო სასმელების საწარმო) მუშაობის გამოცდილება ყველაზე უკეთ იცი რა არის კრიტიკული წერტილი, რას უნდა მიექცეს ყურადღება ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. ღვინის ქარხნებში მუშაობამ მომცა უდიდესი გამოცდილება, შევისწავლე ღვინისა და კონიაკის წარმოების ტექნოლოგია, ვახდენი პროდუქტის წარმობასთან დაკავშირებული ყველა დამხმარე მასასლისა, ნედლეულისა თუ ჩამოსხმის პროცესესბის კონტროლს. აქედან გამომდინარე, როგორც მეღვინე-ქიმიკოსმა ვიცი ამ სფეროსთან დაკავშირებული მოსალოდნელი რისკების კონტროლის საკითხები და კრიტიკული წერტილების იდენტიფიკაცია. ტექნოლოგიური პროცესების სწორად დაგეგმვის მნიშვნელობა და მათი გაკონტროლება ქიმიური ანალიზებისა თუ კანონმდებლობის შესაბამისად.კოკა - კოლაში მუშაობამ მომცა უდიდესი გამოცდილება არა მარტო უალკოჰოლო სასმელების წარმოების ტექნოლოგიაში, არამედ სასმელის წარმოებასთან დაკავშირებული მანქნა- დანადგარებისა და ხარისხის პარამეტრების კონტროლის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხებშიც.აქ მუშაობამ მე მომცა საშუალება უშUალო მონაწილეობა მიმეღო საერთასორისო სტანდარტების დანერგა / განხორციელებაში.კოკა - კოლას ოჯახი და ბიზნეს ერთეული ძალიან ხშირად ანახლებს სტანდარტებს როგორც წარმოების ისე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გამკაცრების მიზნით. აქ მუშაობამ მოცა ასევე უცხოელ აუდიტორებთან მუსაობის უდიდესი გამოცდილება და ახალ/მოდიფიცირებულ სტანდრტებთან უშუალო წვდომა.მაქვს როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური და სტრესულ გარემოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ძალიან მეხმარება ჩემზე დაკისრებული ნებისმიერი სამუშაო ვალდებულების წარმატებულად შესრულებაში და ყოველთვის მაძლევს მოტივაციას ვისწავლო უფრო მეტი.ვარ კომუნიკაბელური, დამოუკიდებელი, მხაირული, მიზანდასახული და მიყვარს იმ საქმის კეთება რომელიც ჩემი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და საკუთარი ცოდნის რეალიზაციის საშუალებას მაძლევს.