The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გოგი მარგველიძე

დაბადების თარიღი:9 მაისი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

გოგი მარგველიძე დაიბადა  1945 წლის 9 მაისი, სადმელში. 1964 წელს დაამთავრა ამბროლაურის რაიონის სოფელ  სადმელის საშუალო სკოლა, 1972 დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი , სატყეო-საინჟინრო სპეციალობით. სკოლის პერიოდში მეათე–მეთერთმეტე კლასში ასწავლიდნენ მევენახეობა მეღვინეობას, სპეციალისტი იყო ირაკლი შაუთიძე. სკოლის დამთავრების შემდეგ გადასცეს მევენახეობა-მეღვინეობის სწავლულის ცნობა . ბაბუის ბაბუა ბატობი გიორგა მარგველიძე აწარმოებდა ქვევრის ღვინოს , იყო მევენახე. მისი საქმიანობა მემკვიდრეობით გადაეცა შთამომავლობას. შვილმა ანტონ მარგველიძემ გააგრძელა ეს საქმიანობა, შემდეგ პარმენ მარგველიძემ და მისი შვილი გოგი მარგველიძე დღესაც ხელმძღვანელობს ამ საოჯახო ტრადიციას. მამამ შეაყვარა ვენახი და ტყე . "გვერდიდან არ მიშორებდა, ტყესა და ვენახში დავყავდი ყოველთვის , უკვე თორმეტი წლის ასაკში დამოუკიდებლად შემეძლო ვაზის მყნობა. ტყისა და ვაზის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, დავრჩენილიყავი სოფელში და ოჯახის ეს ხანგრძლივი და ჩემთვის ასეთი ძვირფასი ტრადიცია გამეგრძელებინა. " ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავიდან მუშაობდა სატყეო მეურნეობაში მუშად, შემდგომ რეგიონის ტექ უსაფრთხოების ინჟინერი, ფართო მოხმარების საამქროს უფროსი, 7 წლის განმავლობაში სატყეო მეურნეობის გაერთიანების უფროსი, ბოლოს 18 წლის განმავლობაში სატყეო მეურნეობის უფროსი. ამ ყველაფერთან ერთად ვაგრძელებდი მეღვინეობაში მუშაობას და ეს დღესაც უწყვეტად მიმდინარეობს. საკუთარ ვენახში მოწეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ვაზის ჯიშებისგან ქვევრში აყენებდა ხვანჭკარას. ამ წლების განმავლობაში მარგველიძეების ოჯახურ ტრადიციულ მარანს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი სტუმარი წვევია.(ამერიკის, ინგლისის, სლოვაკეთის ელჩები) .რა თქმა უნდა, ქართველი სტუმრების მასპინძლობაც  განსაკუთრებულ პატივს წარმოადგენდა.მაგალითად, ისეთი სტუმრებისა,როგორებიც არიან: ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი.