The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ემანუელ პროტცერი

დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გერმანულ კოლონისტთა თემი XIX-XX საუკუნეების ქართული საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული, მონოლითური და საინტერესო ნაწილი იყო. რუსი მოხელეები ავრცელებდნენ მოსაზრებას, რომ კავკასიელები და მათ შორის ქართველებიც, სიზარმაცისა და უნიათობის გამო, სოფლის მეურნეობისა და მისი დარგების გარდაქმნის საქმეში ყოვლად გამოუსადეგარნი იყვნენ, ამიტომ გერმანელების ჩამოსახლება გამართლებული იქნებოდა იმით, რომ ისინი ასწავლიდნენ მოსახლეობას ხელობას და საქმიანობას. თუმცა, სისტემური და კომპლექსური განაშენიანების მიუხედავად, გერმანელმა კოლონისტებმა მაინც ვერ გაამართლეს რუსეთის იმპერიის იმედები, ისინი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და თავიანთ ცოდნას ქართველ გლეხებს არ უზიარებდნენ. 

   XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში რამოდენიმე წარმატებული უცხოელი მეწარმე მოღვაწეობდა. მათგან ერთ–ერთი იყო ემანუელ პროტცერი, რომელსაც ჰქონდა სპირტის ქარხანა აბასთუმანში.

   1914 წელს, პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით, აიკრძალა სპირტიანი სასმელებით ვაჭრობა – სპირტი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა. ამან ქარხნების დახურვა გამოიწვია.

   1941 წელს, სტალინის ბრძანებით, გერმანელი კოლონისტები შორეულ ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს.

   წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 261 გვ.