The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვახტანგ ბარბაქაძე

ვახტანგ ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1984  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვახტანგ ბარბაქაძე დაიბადა 1908 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში. ზესტაფონის საშუალო სკოლის 7 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ზესტაფონის სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1928 წელს და ჩააბარა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის მებაღეობა– მევენახეობის დარგზე. 

   უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1937 წლამდე, მუშაობდა ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში უმცროს აგრონომად, უფროს მევენახედ და მეურნეობის დირექტორად. 1947–1951 წლებში მუშაობას აგრძელებს მუხრანის საბჭოთა მეურნეობაში აგროსაწარმოო განყოფილების უფროსად და, შემდეგ, დირექტორის მოადგილედ. 1955 წლამდე იგი მუშაობდა ზესტაფონის ღვინო–არყის ქარხნის დირექტორად, 1956 წლამდე – ქუთაისის ღვინის ქარხნის დირექტორად და 1969 წლამდე ზესტაფონის N1 ღვინის ქარხნის დირექტორად და ზესტაფონის ქარხნის სამმართველოს დირექტორად.

   ვახტანგ ბარბაქაძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება, იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ბატონი ვახტანგი გარდაიცვალა 1984 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 115 გვ.