The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ანა გოდაბრელიძე

ანა გოდაბრელიძე
დაბადების თარიღი:1974  (50 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ანა გოდაბრელიძე, მეღვინე ლუიზა ბუჩუკურის ქალიშვილი, დაიბადა 1974 წელს. ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა და, 1991–1998 წწ., სწავლა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში. 1991–1993 წლებში სტაჟირებას გადიოდა მცხეთის ღვინის ქარხანაში. 1993 წლიდან მუშაობდა სპირტსაცავის საამქროს უფროსად შ.პ.ს. "ანნა"–ში. 2001 წელს, საფრანგეთის სამინისტროს მიერ შექმნილმა ორგანიზაციამ "SESAME", ორი წლით მიიწვია სტაჟირებაზე ბურგუნდიაში Domaine BORGNAT-ში, სადაც მუშაობდა ფრანგული ყურძნის ჯიშებზე: პინო შავი, შარდონე, ალიგოტე და სხვა.

   2002–2003 წლებში, ა. გოდაბრელიძემ  მუშაობა განაგრძო ბორდოში SCEA Vignobles DESPASGNE-ში. ამ საწარმოში ცდები ტარდებოდა როგორც მევენახეობის, ასევე მეღვინეობის მიმართულებით.

   2003 წელს ანა დაბრუნდა საქართველოში და მებაღე–მებენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში იწყებს მუშაობას მაძიებლად. 2004 წლიდან მუშაობა დაიწყო კომპანია "ტარო ვაინ"–ში წარმოების დირექტორად. საწარმოო ფლობდა 300–მდე ჰექტარ ვენახს. 2004 წელს, მის მიერ დამზადებულმა საფერავმა ოქროს მედალი მიიღო მოსკოვში, საერთაშორისო გამოფენა "პროვაინ"–ზე.

   2005 წელს საფრანგეთის საელჩომ ანას შესთავაზა გამხდარიყო საელჩოს სტიპენდიანტი და გამგზავრებულიყო საფრანგეთში მაგისტრატურის დასამთავრებლად. 2005 წელს, მეგობრებთან ერთად, შექმნა მეღვინეთა ახალგაზრდული კავშირი და არჩეულ იქნა კავშირის პრეზიდენტად. ამავე წლის შემოდგომაზე იგი გაემგზავრა ბორდოში, მონტესკიეს სახელობის უნივერსიტეტში, მეღვინეობა–მევენახეობის სექტორის "სამართალი, ეკონომიკა და მართვა" ფაკულტეტის დასამთავრებლად, რის შემდეგაც სტაჟირება დაიწყო ადგილწარმოშობის ეროვნულ ინსტიტუტში (INAO). სტაჟირებას აგრძელებს ბორდოს ლაბორატორიაში (Direction General de la Concurrence, de la Consomattion et de Repression des Fraundes DGCCRF). იგი ძირითადად მუშაობდა იზოტოპბზე (RMN).

   ა. გოდაბრელიძე დაბრუნდა საქართველოში და ფრანგ პროფესორ–მასწავლებლებსა და მეგობრებთან ერთად სათავეში ჩაუდგა მაგისტრატურის "მეღვინეობა–მევენახეობის სექტორის სამართალი, ეკონომიკა და მართვა"–ს შექმნას. 2007 წლის აპრილიდან, UNDP–ის მხრიდან, მუშაობას იწყებს "სამტრესტში" მრჩეველად, ხოლო აგვისტოდან ხელმძღვანელობს "სამტრესტთან" შექმნილ მუდმივმოქმედ სადეგუსტაციო კომისიას.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 293 გვ.