The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გიგო კობაიძე

გიგო კობაიძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ კობაიძე
დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:1934  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გრიგოლ (გიგო) კობაიძე დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ ჩირიკაში 1862 წელს. 1888 წელს დაარსებული ჰქონდა მეღვინეობის ფირმა და ფასანაურში, საკუთარ მარანში, აწარმოებდა ღვინის ჩამოსხმას. მისი ღვინოებიდან ცნობილი იყო ქართული სუფრის კახური ღვინო N2 და N3. საბედნიეროდ, ამ ღვინის ეტიკეტები დღემდე შემორჩენილია.

   გიგო კობაიძე მეორე გილდიის ვაჭრის სტატუსით სარგებლობდა. იგი ღვინის გარდა მატყლითა და ერბოთი ვაჭრობას ეწეოდა. დუქნები ჰქონდა გამართული თბილისსა და ფასანაურში. როგორც ცნობილია, ფასანაურში ყურძენი არ მოჰყავთ –იქაური გლეხობა არყის მოხმარებით იყო დაკავებული, ამიტომ, გრიგოლ კობაიძეს, კახეთიდან ურმით ჩაჰქონდა რუმბებში ჩასხმული ღვინოები, ფასანაურში აკუპაჟებდა და შემდეგ ბოთლებით მიაწოდებდა მომხმარებელს. ფასანაური იყო პირველი პუნქტი საქართველოს სამხედრო გზაზე, სადაც მგზავრი ჩერდებოდა, ისვენებდა და განაგრძობდა გზას თბილისისაკენ. გიგო კობაიძის ღვინოები მოწონებით სარგებლობდა, მას ვლადიკავკასშიც კარგი გასავალი ჰქონდა.

   გიგო კობაიძე გარდაიცვალა 1934 წელს.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 291 გვ.