The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მურიკო თოფურიძე

მურიკო თოფურიძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მურიკო თოფურიძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი.

   1958 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა. 1961 წლიდან მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს თბილისის N4 ღვინის ქარხანაში ღვინის დამმუშავებლად. 1967 წლიდან ინიშნება თბილისის N3 ღვინის ქარხანაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე: ჩამოსხმის საამქროში, ღვინის მასალების საამქროში და შემდეგ გასაღების განყოფილებაში უფროსის რანგში.

   1981 წლიდან იგი მუშაობდა თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში გაფორმების, ჩამოსხმის საამქროებისა და წარმოების უფროსად.

   1996 წლიდან კერძო ბიზნესში იყო დაკავებული. 

   გარდა მეღვინეობისა, მურიკო თოფურიძე ვეტერანი მორაგბეა. არის საზოგადოება "კუს ტბის" პრეზიდენტი.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 364 გვ.