The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვახტანგ თუთაშვილი

ვახტანგ თუთაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   1962–1966 წლებში ვახტანგ თუთაშვილი სწავლობდა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე.

   1966 წელს დაინიშნა "სამტრესტი"–ს შუქრუთის ღვინის ქარხანაში მუშად, სადაც დაჰყო 1969 წლამდე. 1969 წლიდან 1996 წლამდე მუშაობს: სიონის ხილკენკროვანი ღვინოების წარმოებაში ცვლის უფროსად; მცხეთის საკონსერვო ქარხნის ხილკენკროვანი ღვინოების საამქროს უფროსად; გარდაბნის საკონსერვო ქარხანაში ლაბორანტად; ყვარლის ხილკენკროვანი ღვინოების წარმოების გამგედ, მოგვიანებით დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელად, ხოლო 1976 წლიდან ყვარლის ხილკენკროვანი ღვინის ქარხნის დირექტორად; "სამტრესტი"–ს ვანის საწარმოო გაერთიანების დირექტორად; საქართველოს პროდუქტთა ხარისხის სტანდარტიზაციის მეტროლოგიის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილედ; კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; იმავე წელს სოფლის, ტყის მეურნეობის და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილეა; კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ.

   1996 წელს ინიშნება საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დსთ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად, სადაც დაჰყო 1999 წლის ჩათვლით.

   1981 წელს ბატონმა ვახტანგმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 346 გვ.