The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თამაზ ყაჭეიშვილი

თამაზ ყაჭეიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   თამაზ ყაჭეიშვილი დაიბადა 1941 წლის 26 დეკემბერს ჩოხატაურში. 1964 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ხილ-ბოსტნეულისა და ღვინის ტექნოლოგიის სპეციალობით და დაიწყო მუშაობა ინჟინერ-ტექნოლოგად "სამტრესტი"–ს წითელწყაროს ღვინის ქარხანაში. 1970–1973 წლებში საქართველოს დამზადების სამინისტროში ტექნიკური კულტურების სახელმწიფო ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე იყო.

   1977 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტის ასპირანტურა, დაიცვა დისერტაცია და მინიჭებული აქვს დოქტორის წოდება.

   1978 წლიდან 2004 წლამდე იმუშავა: საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროში ტექნიკური სამმართველოს უფროსად, კოლეგიის წევრად; საკავშირო  კვების მრეწველობის სამინისტრო ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო ინსპექციის საქართველოს რესპუბლიკური სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად; საქაგრომრეწვის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის მთავარი სამმართველოს უფროსად; საქკონსერვის სახელმწიფო კონცერნის პრეზიდენტად; შპს "ყაზბეგის" ვიცე - პრეზიდენტად.

    2004-2008 საქართველოს პარლამენტის წევრია და ფრაქცია "მრეწველობის" თავმჯდომარის მოადგილე.

   2008 - 2012 - შპს ყაზბეგის გენერალური დირექტორის მოადგილეა.

   2012 წლიდან კვლავ საქართველოს პარლამენტის წევრია.

   ბატონი თამაზი არის 18 სამეცნიერო შრომის და 10 გამოგონების ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 350 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი