The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



სულხან ხოსროშვილი

სულხან ხოსროშვილი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:2012
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   სულხან ხოსროშვილმა 1966 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი.

   1959 წლიდან მუშაობდა "სამტრესტი"–ს ნაფარეულისა და შემდეგ თელიანის ღვინის ქარხანაში მუშად1962 წლიდან წინანდლის ღვინის ქარხანაში ლაბორანტად, ხოლო 1966 წლიდან 1975 წლამდე მეღვინედ – ქისტაურის, ახალსოფლისა და ქინძმარაულის ღვინის ქარხნებში. 

   1975 წელს ინიშნება ყვარლის ღვინის ქარხნის უფროსად, ხოლო 1976 წლიდან 1981 წლამდე ენისელის ღვინის ქარხნის დირექტორია.

   იგი ცნობილი ქართველი მეღვინე ხოსრო ხოსროშვილის ვაჟი იყო. 

   სულხან ხოსროშვილი გარდაიცვალა 2012 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 332 გვ.