The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ბონდო გოლეთიანი

ბონდო გოლეთიანი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:1990
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ბონდო გოლეთიანმა, 1959 წელს, დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინის კვალიფიკაციით. 

   1959 წლიდან იწყებს შრომით საქმიანობას "სამტრესტი"–ს გურჯაანის საწარმოო გაერთიანების ზეგაანის ღვინის ქარხანაში, ჯერ ბრიგადირად, ხოლო შემდეგ მეღვინე-ტექნოლოგად. 

   1962 წლიდან ბ. გოლეთიანი დაინიშნა ველისციხის ღვინის ქარხანაში პასუხისმგებელ მეღვინე-ტექნოლოგად, 1972 წლიდან – მუკუზაანის ღვინის ქარხნის გაერთიანების მთავარ მეღვინედ. ამ თანამდებობაზე მან იმუშავა 1987 წლამდე.

   1990 წელს ბონდო გოლეთიანი გარდაიცვალა.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 327 გვ.